მთავარი / თეგის არქივი: დანიელე რუგანი (გვერდი 3)

თეგის არქივი: დანიელე რუგანი

ოფიციალურად: მატუიდი და რუგანი გამოჯანმრთელდნენ

ბლეზ მატუიდი და დანიელე რუგანი კორონავირუსისგან განიკურნენ. აღნიშნული ინფორმაცია „იუვენტუსის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ორივე ფეხბურთელის ორმაგმა ტესტებმა უარყოფითი პასუხები აჩვენეს: „დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ პროტოკოლის მიხედვით გაიარეს ორმაგი შემოქმება და მათ უარყოფით პასუხები აჩვენეს“, – ნათქვამია განცხადებაში. ამ ეტაპზე ბოლომდე გამოჯანმრთელებული მხოლოდ პაულო დიბალა არაა, რომლის პირველი ტესტი უარყოფითი …

სრულად წაკითხვა »

რუგანი და დიბალა გამოჯანმრთელდნენ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები დანიელე რუგანი და პაულო დიბალა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. იტალიური მედია იტყობინება, რომ მათი ტესტების პირველი პასუხები უარყოფითია. ახლა ისინი მეორე ტესტების პასუხებს ელოდებიან, რომ საბოლოო განკურნება დადასტურდეს. დიბალა 22 მარტს დაინფიცირდა, ხოლო რუგანი კიდევ უფრო მანამდე, 11 მარტს. ასევე დადასტურდა, რომ ბლეზ მატუიდიც განიკურნა. ფრანგის ორივე ტესტი უარყოფითი …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინას” რუგანის დამატება უნდა

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ზაფხულში დანიელე რუგანიმ დატოვოს. იტალიელი მცველის სათამაშო დრო „ბებერ სინიორაში“ დიდი ხანია შეზღუდულია, ხოლო ჯორჯო კიელინის, ლეონარდო ბონუჩისა და მერიჰ დემირალის კონკურენციაში, მისი დრო კიდევ უფრო შეიზღუდა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, რუგანი ზაფხულში შეიძლება ფლორენციის „ფიორენტინაში“ გადავიდეს. გამოცემა ხაზს უსვამს ფედერიკო კიეზას საკითხსაც, რის გამოც რუგანი არაა …

სრულად წაკითხვა »

რუგანის საცოლე: “ფეხმძიმედ ვარ და ძალიან მეშინია”

დანიელე რუგანი და მისი საცოლე მიკელა პერსიკო ბავშვს ელოდებიან. იტალიელი ლამაზმანის განცხადებით, ფეხმძიმედაა და შიში დაეუფლა, რადგან კორონავირუსი აქვს. „ამაზე საუბარიც არ შემიძლია, უნდა გავიგო რა მოხდება. იმედი მაქვს, რომ ვირუსი ორსულობაზე არ იმოქმედებს. ექიმებმა მითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ უსაზღვრო შიში მაქვს. დანიელეს არანაირი სიმპტომი არ …

სრულად წაკითხვა »

რუგანი: “გამიმართლა, კარგად ვარ”

დანიელე რუგანი, რომელსაც ექვსი დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, თავს კარგად გრძნობს. ფეხბურთელმა JTV-ს ინტერვიუ მისცა (ონლაინ რეჟიმში) და თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. „კარგად ვარ, ყოველთვის კარგად ვიყავი. არ მქონია სიმპტომები, რომელიც მას ახასიათებს. გამიმართლა, თუმცა ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან ჩვენს გარემოში პირველი ვიყავი. იმედი მაქვს, ჩემი შემთხვევა ცნობიერების ამაღლებაში …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ პორტუგალიაში თავის სასტუმროებს საავადმყოფოებად გარდაქმნის

რონალდუ პორტუგალიაში თავის სასტუმროებს საავადმყოფოებად გარდაქმნის

იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში თავის სასტუმროებს საავადმყოფოებად გარდაქმნის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. Marca-ს თქმით, ის სასტუმროები, რომლებიც კარანტინის გამო დროებით დაიხურა, საავადმყოფოებად გადაიქცევა და მათი გამოყენება უფასოდ იქნება შესაძლებელი. რონალდუ თავისი სახსრებით გადაიხდის ექიმებისა და პერსონალის ხელფასებს, რომლებიც იმუშავებენ ამ საავადმყოფოებში. შეგახსენებთ, რომ რონალდუ პორტუგალიაში კარანტინირებულია მას შემდეგ, რაც კორონავირუსი …

სრულად წაკითხვა »

ვან დაიკი: “რუგანის კორონავირუსი? ის ტურინშია, მე კი აქ”

„ლივერპულის“ მცველ ვირჯილ ვან დაიკს დანიელე რუგანის დაინფიცირებაზე ჰკითხეს, რაზეც საკმაოდ უცნაური პასუხი გასცა. მისი განცხადებით, რუგანი ტურინშია, ხოლო თვითონ ლივერპულში და საშიში არაფერია. „კორონავირუსზე სათქმელი არაფერი მაქვს, ამ საკითხში გარვეული არ ვარ. კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მე ვვარჯიშობ და მზად ვარ ვითამაშო. რუგანი? არ მეშინია, ის ტურინშია, მე კი …

სრულად წაკითხვა »

დანიელე რუგანი: “კარგად ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ კარგადაა. „თქვენ წაიკითხავდით ინფორმაციას და ამიტომ მინდა დაგამშვიდოთ, ვინც ჩემზე ნერვიულობს – კარგად ვარ. ყველას მოვუწოდებ დაიცვან წესები. მოდით ეს გავაკეთოთ საკუთარი თავებისთვის, საყვარელი ადამინებისთვის და გარშემომყოფებისთვის“, – დაწერა ტვიტერში რუგანიმ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კარანტინში …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კარანტინში გადავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ გუნდით და მთელი პერსონალით კარანტინში გადავიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იტყობინება. მიზეზი დანიელე რუგანის კორონავირუსის დადებითი ტესტია. ჯერჯერობით უცნობია აღენიშნება თუ დაინფიცირება მასთან კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებს. ამრიგად, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში „ლიონს“ ვერ დაუპირისპირდება. ტურინელთა გარდა კარანტინში მილანის „ინტერიც“ გადავიდა, რომელთანაც „იუვემ“ კვირას ითამაშა და რუგანის …

სრულად წაკითხვა »

რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა

დანიელე რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია „იუვეს“ ვებგვერდმა გაავრცელა. „ფეხბურთელ დანიელე რუგანის კორონავირუსის COVID-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ამჟამად ის ასიმპტომურია. „იუვენტუსი“ ააქტიურებს კანონით მოთხოვნილ ყველა იზოლაციის პროცედურას, მათ შორის, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა“, – წერს „იუვეს“ ვებგვერდი. ჯერჯერობით უცნობია, უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია.

სრულად წაკითხვა »