მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 53)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

ვან დერ სარი: “აიაქსს” “იუვენტუსის” დამარცხება შეუძლია”

ამსტერდამის „აიაქსის“ გენერალური დირექტორი ედვინ ვან დერ სარი „იუვენტუსთან“ მატჩისწინ იმედიანადაა განწყობილი. როგორც ვეტერანმა ჰოლანდიელმა Sky Sport-თან განაცხადა, „აიაქსს“ ტურინული გრანდის დამარცხება შეუძლია. „იუვენტუსთან“ დიდი ენთუზიაზმით ვითამაშებთ. კმაყოფილები ვართ მეოთხედფინალურ ეტაპზე ყოფნით, „რეალის“ წინააღმდეგ მაღალ დონეზე ვითამაშეთ და იმედი გვაქვს ამსტერდამში „იუვენტუსთანაც“ იგივეს გავაკეთებთ. ბიჭები დარწმუნებულნი არიან, „იუვეს“ დამარცხება შეგვიძლია. …

სრულად წაკითხვა »

პაოლო როსი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო როსი „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს.  „ბებერი სინიორას“ ყოფილი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებამ „იუვეს“ დიდი თავდაჯერება შემატა. „ეჭვგარეშეა, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება „იუვესთვის“ სრული სიგიჟე იყო. ასეთი გამარჯვების შემდეგ საოცარ თვითრწმენას იღებ და „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გახდა. „აიაქსი“? ახალგაზრდული და საშიში გუნდია, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ჩემპიონთა ლიგის ხატი – ალესანდრო დელ პიერო [VIDEO]

უეფას ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის გვერდმა ალესანდრო დელ პიერო გაიხსენა და დაწერა: “ჩემპიონთა ლიგის ხატი: ალესანდრო დელ პიერო. 88 თამაში, 41 გოლი, 1996 წლის გამარჯვებული.

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “იუვე” ისტორიას წერს და ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო მადრიდულ გამოცემა Marca-ს ესაუბრა. ინტერვიუ ძირითადად „იუვენტუსზე“ საუბარს დაეთმო და საინტერესოც გამოვიდა. „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი – ჩემთვის დიდი სიურპირიზი არ ყოფილა, რადგან ვიცნობ „იუვეს“ და ვიცი მის მენტალიტეტს რისი გაკეთება შეუძლია. ეს ადვილი არ იყო, თუმცა იდეალური თამაში ჩაატარეს, გამოიყენეს საგოლე მომენტები …

სრულად წაკითხვა »

მოურინიო: “ფინალში “იუვენტუსი” და “ბარსელონა” ითამაშებენ”

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტები დაასახელა. მისი აზრით, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ფინალში ითამაშებენ. „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატები არიან. თუმცა, არიან სხვა ინგლისური გუნდებიც, „აიაქსი“, „პორტუ“. ყველა რონალდუსა და მესის შესახებ საუბრობს, მაგრამ მე მირჩევნია „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ შესახებ ვისაუბრო. მსოფლიო ყოველთვის ინდივიდუალისტებს …

სრულად წაკითხვა »

შევჩენკო: “იუვე” რონალდუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა Tuttosport-თან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული უკრაინელის განცხადებით, პორტუგალიელთან ერთად „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. „კრიშტიანუს ყოველთვის განსაკუთრებული ტალანტი ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებში ის საჯარიმოს მკვლელად ჩამოყალიბდა. ახლა მხოლოდ ამაზეა კონცენტირებული, ფანტასტიკური ფინიშერია. კრიშტიანუს ჰეთ-თრიქი „ატლეტიკოსთან“ არ გამკვირვებია. ის ასეთია. თავური დარტყმები, რომლებიც გაიტანა, ურთულესი იყო, თითქმის …

სრულად წაკითხვა »

ტალიაფიკო: “რონალდუს შესაჩერებლად ყველა იარაღი უნდა გამოვიყენოთ”

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველ ნიკოლას ტალიაფიკოს „იუვენტუსთან“ თამაში არ აშინებს. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, მოედანზე იმავე რწმენით გავლენ, როგორც მადრიდში, „რეალის“ წინააღმდეგ. „რეალის“ წინააღმდეგ იდეალური თამაში ჩავატარეთ. ჩვენ გვქონდა ნათელი მიზნები და გავაკეთე ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. ახლა „იუვენტუსი“ გველოდება, რომელიც ძლიერი გუნდია, თუმცა იგივე რწმენით დავუპირისპირდებით, რომელიც მადრიდში გვქონდა. რონალდუ? ეს …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს სასჯელი ცნობილია

კრიშტიანუ რონალდუს უეფამ სასჯელი გამოუტანა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა „ატლეტიკოსთან“ პორტუგალიელის ნაჩვენებ ჟესტზე იმსჯელა და ზუსტად იგივე სასჯელი გამოუტანა, როგორიც მანამდე დიეგო სიმეონეს. შედეგად, კრიშტიანუ დისკვალიფიკაციას გადაურჩა და მხოლოდ 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. შესაბამისად, რონალდუ „აიაქსთან“ უპრობლემოდ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „აიაქსს“ ამსტერდამში 10 აპრილს ესტუმრება.

სრულად წაკითხვა »

ტაკინარდი: “იმედია, ენდტის სიტყვები “იუვესთვის” დამატებითი მოტივაცია იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ჰოლანდიელ ჟურნალისტ დავიდ ენდტს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ტურინელებმა 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი დოპინგის ხარჯზე მოიგეს. ალესიოს თქმით, ენდტი სამარცხვინო ადამიანია და იმედი გამოთქვა, რომ მისი სიტყვები „იუვესთვის“ დამატებითი სტიმული იქნება „აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოსაგდებად. „წავიკითხე დავიდ ენდტის სიტყვები და მინდა ვუთხრა, რომ …

სრულად წაკითხვა »

ენდტი: “იუვემ” 1996 წლის ფინალში დოპინგის წყალობით გაიმარჯვა”

ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი და შემდგომში სპორტული ჟურნალისტი დავიდ ენდტი „იუვენტუსს“ დოპინგის გამოყენებაში ადანაშაულებს. ჰოლანდიელის განცხადებით, 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინელებმა დოპინგის წყალობით იმარჯვეს. ენდტი ამბობს, რომ რევანშის სურვილითაა შეპყრობილი: „იუვენტუსი“ რა თქმა უნდა ფავორიტია და ეს ეჭვს არ იწვევს. მაგრამ, „აიაქსმა“ დაამტიცა, რომ ყველაფერი შეუძლია. გამარჯვება გვინდა, რადგან …

სრულად წაკითხვა »