მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 49)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

ონანა: “დარწმუნებული ვართ შემდეგ ეტაპზე გავალთ”

ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარე ანდრე ონანა „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა. კამერუნელი დარწმუნებულია, რომ შემდეგ ეტაპზე გავლენ. „ამსტერდამში გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია. დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე გავალთ, განსაკუთრებით იმ გზით, რაც პირველ მატჩში გვქონდა. ეს კარგი სეზონია და კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქამდე მოხდა. თუმცა, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველოდება“, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “აიაქსთან”

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „აიაქსის“ წინააღმდეგ ცნობილია. გუნდს ბოლო მომენტში კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა – მარიო მანჯუკიჩი. ხორვატი ჰოლანდიელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ლორია მცველები: დე შილიო, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური, ნიკოლუსი თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კინი, ბერნარდესკი …

სრულად წაკითხვა »

დე იონგი “იუვესთან” ითამაშებს

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „იუვენტუსთან“ ითამაშებს. ერიკ ტენ ჰაგმა უკვე გამოაქვეყნა განაცხადი და 21 წლის ფეხბურთელი სიაშია. რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშოდ მზადაა. ამ ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი ალი დურსუნიც ადასტურებს: „ფრენკი კარგადაა. გუნდთან ერთად ტურინში მიდის და ვფიქრობ ითამაშებს კიდეც“, – თქვა მან. …

სრულად წაკითხვა »

კიელინის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა

ამსტერდამის „აიაქსთან“ საპასუხო მატჩისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ამასობაში მასიმილიანო ალეგრის ბანაკიდან არცთუ სასიამოვნო ცნობები გამოდის. ჯორჯო კიელინის მდგომარეობა ვერ და ვერ გაუმჯობესდა, შესაბამისად, კაპიტნაი ამ თამაშსაც გამოტოვებს. Gazzetta Dello Sport-ის  ცნობით, ჯორჯო რომ მოედანზე ვიხილოთ, ამის შანსი პრაქტიკულად ნულს უტოლდება. ამრიგად, მას ისევ დანიელე რუგანი შეცვლის, რომელსაც მცირე დაზიანება …

სრულად წაკითხვა »

პერინი გამოირიცხა, დანარჩენები – უცნობია

ტურინის „იუვენტუსს“ საკადრო პრობლემები არ ელევა. ამჯერად გუნდს მატია პერინი გამოაკლდა, რომელსაც ზურგის ტრავმა აქვს. მატია ლაზარეთიდან ახლახან დაბრუნდა და „სპალთან“ ითამაშა კიდეც, მაგრამ დაზიანება ისევ მიიღო. ჰოლანდიელებთან მისი თამაში გამორიცხულია. ამავე თამაშში ტრავმა სამი ხედირამაც მიიღო, თუმცა, გერმანელის ბედი სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა. ისევე, როგორც ემრე ჯანის, ჯოჯორ კიელინისა და …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” – “აიაქსს” ფრანგები იმსაჯებენ

ტურინის „იუვენტუსისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ შეხვედრა ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი კლემენ ტურპინი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ნიკოლას დანო და სირილ გრინგო გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბენუა ბასტიენი იქნება, ხოლო VAR-ის ოთახში ნიკოლას რაინვილი და ფრანსუა ლეტიე დასხდებიან. აქვე გეტყვით, რომ ტურპინს “იუვეს“ თამაში ერთადერთხელ უმსაჯია. 2017 წლის 31 ოქტომბერს, ლისაბონში, …

სრულად წაკითხვა »

დე იონგი დაშავდა

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი დაშავდა. ერედვიზიონის ბოლო მატჩში „ექსელსიორთან“ 21 წლის ნახევარმცველს კუნთის პრობლემა შეექმნა და მოედანი 28-ე წუთზე თავისი ფეხით დატოვა. დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ „იუვენტუსთან“ მატჩამდე ორი დღეა დარჩენილი, მისი თამაში ეჭვქვეშაა. ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია და ვნახოთო – წესით …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “იუვე” ფინალში გასვლის ფავორიტია”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ტურინის „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად მიიჩნევს. „ფანტანტონიოს“ თქმით, რონალდუ ნამდვილი მონსტრია, ხოლო ალეგრი დიდი მენეჯერი. „ვფიქრობ, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრის ფავორიტია. ალეგრი დიდი მენეჯერია. დიდ გუნდებს კარგი მწვრთნელი არა, მაგრამ კარგი მენეჯერი სჭირდებათ. „იუვე“ არ თამაშობს, როგორც „ბარსელონა“ ან „მანჩესტერ სიტი“, მაგრამ თამაშობს ისე, …

სრულად წაკითხვა »

ლიპი: “აიაქსი” სტუმრად უფრო ძლიერია, ვიდრე სახლში”

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი გუშინ 71 წლის გახდა, მაგრამ Tuttosport-ს ინტერვიუზე უარი არ უთხრა და „იუვენტუსი“ – „აიაქსის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ლიპი მიიჩნევს, რომ „აიაქსი“ სტუმრად ძალიან სახიფათოა გუნდია. „ამ დაპირისპირებასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და ვისურვებდი, რომ მომავალი კვირაც მათ რიცხვში იყოს. პირველი მატჩი ნეგატიური არ ყოფილა, მაგრამ „აიაქსი“ …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “იუვენტუსში” დარწმუნებული ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ „აიაქსთან“ თამაში ანდრეა პირლომ შეაფასა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, სჯერა, რომ „იუვე“ შემდეგ ეტაპზე გავა. „ჰოლანდიელები ასეთი სტილის ფეხბურთს თამაშობენ და იგივეს გააკეთებენ საპასუხო მატჩშიც, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. „იუვემ“ კარგი თამაში ჩაატარა. ტურინული მატჩი გადამწყვეტია, სტადიონის ძალა და ენერგია გუნდს უნდა წარუძღვეს. დარწმუნებული ვარ“, – თქვა პირლომ …

სრულად წაკითხვა »