მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 24)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ფერენცვაროშთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ფერენცვაროშთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, არაა გამორიცხული, პაულო დიბალამ, ალვარო მორატამ და კრიშტიანუ რონალდუმ, სამივემ ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშოს. „შაბათის ნაპერწკალი არ გამქრალა, ჩვე უკვე ჩავატარეთ კარგი მატჩები. ფეხბურთელები ერთმანეთს უკეთ იცნობენ და პოზიციებს იკავებენ. დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ, იგივე …

სრულად წაკითხვა »

ამ დღეს – დელ პიეროს ბენეფისი და აპლოდისმენტები “სანტიაგო ბერნაბეუზე” [VIDEO]

2008 წლის 5 ნოემბერი ალესანდრო დელ პიეროს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. ზუსტად 12 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში “იუვენტუსმა” მადრიდში “რეალს”2:0 მოუგო. დელ პიერო მთავარი გმირი იყო. მან მე-17 და 67-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. 90-ე წუთზე კლაუდიო რანიერიმ ალესანდრო შეცვალა, მას კი “რეალის” …

სრულად წაკითხვა »

“ფერენცვაროში” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში უნგრული „ფერენცვაროში“ 4:1 დაამარცხა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი შ.გ – „ფერენცვაროში“ ღიად თამაშობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. ბოლოს კიელინის შეცდომისგან იხსნა გუნდი, გაშვებული გოლის მომენტშიც მაქსიმუმი გააკეთა. კუადრადო 7 – ამ ეტაპზე ის „იუვეს“ დამატებითი მოთამაშეა, …

სრულად წაკითხვა »

დიბალას მიღწევა “იუვეში” – 6 სეზონში გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონის ანგარიში გახსნა და პირველი გოლი გაიტანა. პაულომ თავი „ფერენცვაროშთან“ გამოიჩინა, შემდეგ დუბლსაც ასრულებდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა გოლი „მოპარა“. ქართველი გუნდის გადარჩენას და ბურთის ცარიელი კარიდან გამოტანაც ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო და ავტოგოლი ჩაეწერა. ამის მიუხედავად, დიბალამ ერთი ბურთი მაინც ჩაიწერა …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “შჩესნისთან ვალში ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოჯანმრთელდა და ორკვირიანი უქმობის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა „ფერენცვაროშთან“ (4:1) მატჩი შეაფასა და თქვა, რომ უფრო აგრესიულად უნდა ითამაშონ. „ზოგჯერ თამაშები ჩვენი წყალობით მარტივდება. კარგად ვითამაშეთ, კარგად დავიწყეთ და პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა დავისვენეთ, რადგან შემდეგ აჩქარება საჭირო იყო, რაც მეორე ტაიმში გავაკეთეთ. ამ …

სრულად წაკითხვა »

დიბალამ ჩემპიონთა ლიგის გვერდს მიმართა – მიზეზი ლაშა დვალია

პაულო დიბალა „იუვენტუსის“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 6 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. ამის შესახებ ტვიტერში ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც დაწერა და დიბალა მათ პოსტს გამოეხმაურა: „და აღსანიშნავად, შეიძლება დღეს დუბლი მქონდეს?“, – დაწერა დიბალამ. საქმე ისაა, რომ პაულომ „ფერენცვაროშთან“ ფაქტობრივად დუბლი შეასრულა, მაგრამ გოლი, რომელიც ისედაც გარდაუვალი იყო, ლაშა …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “ნაკლებად ეგოისტები უნდა ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ფერენცვაროშთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მისი აზრით, ხარისხი მაღალი დონის არ იყო. „შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ უკეთესად თამაშიც შეგვეძლო, ზედაპირული შეცდომები დავუშვით. მთავარია, რომ მოვიგეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. ზოგჯერ შეგვიძლია უკეთესად თამაში შეტევაში, პასების გაკეთება, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “20 წლის ბიჭი აღარ ვარ, აქ ყველაფერი მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ფერენცვაროშთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, 6 გოლი გაიტანა (6 გოლიც არ ჩაუთვალეს), ჩემპიონთა ლიგაზე კი ორჯერ დუბლი შეასრულა. მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს და ტურინში ყველაფერი აქვს. “ბედნიერი ვართ, მოპოვებული 3 ქულით. მნიშვნელოვანი იყო ადაპტაციის შემდეგ ზედიზედ ორი თამაშის მოგება, …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” უნგრეთში ადვილად მოიგო

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „იუვენტუსი“ უნგრეთში ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით მოიგო. „იუვეს“ საკმაოდ სუსტი და გამოუცდელი მეტოქის წინააღმდეგ პრობლემა არ შექმნია და 4:1 იმარჯვა. ანგარიში მე-7 წუთზე ალვარო მორატამ ხუან კუდრადოს პასით გახსნა. პირველ ტაიმში მეტი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ხოლო მეორე ნახევარში ესპანელმა დუბლი შეასრულა და სხვაობა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ფერენცვაროშთან”

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ტურინის “იუვენტუსი” უნგრეთის ჩემპიონ “ფერენცვაროშს” სტუმრად დაუპირისპირდება. ანდრეა პირლოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, დანილო; რაბიო, არტური, რემზი; კიეზა, მორატა, რონალდუ შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. “ფერენცვაროშის” ძირითად შემადგენლობაშია ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი.

სრულად წაკითხვა »