მთავარი / თეგის არქივი: ჩელსი (გვერდი 5)

თეგის არქივი: ჩელსი

“იუვენტუსი” ემერსონის გადაბირებას ეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილო-იტალიელი მცველის ემერსონ პალმიერის გადაბირებას ეცდება. ემერსონი სეზონის პირველ ნახევარში „ჩელსიში“ მუდმივად თამაშობდა, მაგრამ 2020 წელს სასტარტოში ადგილი დაკარგა და მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ზაფხულში ემერსონი იტალიაში დაბრუნდება. ბრაზილიური ფესვების …

სრულად წაკითხვა »

“ჩელსის” ექსფეხბურთელმა სარი გააკრიტიკა: “B გეგმა არასდროს ჰქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტ გრინმა გააკრიტიკა. ინგლისელი მეკარის განცხადებით, სარის B გეგმა არასდროს გააჩნდა და უმკაცრესი ვარჯიშები ჰქონდა. „სარის სათადარიგო გეგმა არ ჰქონდა და ფეხბურთელებს ამის თქმა ეშინოდათ, თუმცა მე ვუთხარი. ის ყოფილი ბანკირია და გუნდს ბანკივით მართავდა. ცვლილებების ეშინოდა, თუ მისი გეგმა არ …

სრულად წაკითხვა »

“ჩელსის” ვებგვერდმა რონალდუს დასცინა

ლონდონის „ჩელსის“ ვებგვერდმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ირონიული პოსტი გამოაქვეყნა. „ლილთან“ მატჩში სესარ ასპილიკუეტამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა და ლონდონელების ტვიტერმა დაწერა: „ასპილიკუეტას ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება“. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ჯერჯერობით ერთი გოლი გაიტანა, მეორე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” იანვარში ემერსონის დამატებას ეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში მარცხენა მცველის დამატებას გეგმავს, რადგან ამ ეტაპზე ალექს სანდროს შემცვლელი გუნდში არ ირიცხება. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ლონდონის „ჩელსისა“ და იტალიის ნაკრების განაპირა მცველი ემერსონ პალმიერია. მაურიციო სარი წარმოშობით ბრაზილიელ ფეხბურთელს ძალიან კარგად იცნობს, რადგან სწორედ ლონდონურ გუნდში ავარჯიშებდა. ემერსონის გასხვისების წინააღმდეგი არც …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ვილიანის უფასოდ დამატებას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის, ვილიანის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ბრაზილიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება. ვილიანს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ არაა გამორიცხული მანამდე ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, რაც ტრანსფერს გამორიცხავს. და მაინც, თუ ვილიანი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, „იუვენტუსი“ გააქტიურდება და 31 წლის ბრაზილიელის ხელში …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი ვილიანის ტრანსფერისთვის ლონდონს ეწვია

ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის, ვილიანის გადაბირებას გეგმავს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლონდონში იმყოფება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. „იუვეს“ ვილიანის გადაბირება იანვრის სატრანსფერო პერიოდში სურს. შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი არ ხმაურდება. აღსანიშნავია, რომ „ბებერ სინიორას“ ვილიანის ყიდვა მისმა ყოფილმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმაც ურჩია. ბრაზილიელს ლონდონელებთან …

სრულად წაკითხვა »

ლუჩესკუ: “იუვენტუსისთვის” ვილიანი იდეალური ფეხბურთელია”

ცნობილმა რუმინელმა სპეციალისტმა მირჩა ლუჩესკუმ „იუვენტუსს“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ვილიანის შეძენა ურჩია, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. „ვილიანს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება, ის კარგ გამოცდილებას მოუტანს გუნდს, რადგან ლონდონში გატარებული ამდენი წლის შემდეგ „იუვესთვის“ იდეალური ფეხბურთელი იქნება“, – თქვა ლუჩესკუმ. შეგახსენებთ, რომ ლუჩესკუ ვილიანს კარგად იცნობს, რადგან მისი მწვრთნელი დონეცკის „შახტარში“ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “ჩელსი” იგუაინს არ გამოისყიდის

გონსალო იგუაინი „იუვენტუსში“ ბრუნდება. როგორც „ჩელსის“ ვებგვერდი იტყობინება, ლონდური გუნდი არგენტინელ ფეხბურთელს არ გამოისყიდის. რაც იმას ნიშნავს, რომ „პიპიტა“ ტურინში დაბრუნება, რადგან კონტრაქტი „იუვესთან“ კიდევ 2 წელი აკავშირებს. თუმცა, დაბრუნება დიდი ალბათობით დროებითი გამოდგება, რადგან „ბებერი ქალბატონის“ გეგმებში არგენტინელი არ შედის. ბოლო ინფორმაციით, იგუაინს თანამემამულე დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოში“ ეპატიჟება. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” იგუაინის ძანიოლოში გაცვლა სურს

ტურინის „იუვენტუსი“ და „რომა“ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს კიდევ ერთ ბარტერზე შეთანხმდნენ. Tuttosport-ის ცნობით, „ჯალოროსის“ ედინ ჯეკოს შემცვლელად გონსალო იგუაინის დამატება სურს. ეს ფაქტი კი, „იუვემ“ შესაძლოა ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერისთვის გამოიყენოს. „რომა“ ძანიოლოს 60 მილიონ ევროდ აფასებს და ტურინული მხარე მზადაა აღნიშნული თანხის შესამცირებლად იგუაინის სატრანსფერო უფლებები დათმოს. მოგეხსენებათ, „პიპიტამ“ გასული …

სრულად წაკითხვა »

სარი გულშემატკივარს: „თუ „ჩელსი“ გამათავისუფლებს, „იუვეში“ წავალ“

მაურიციო სარი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა ერთ-ერთი გულშემატკივრის კითხვას, მიდის თუ არა “იუვეში“, დადებითად უპასუხა. „მიდიხართ „იუვეში“? – თუ „ჩელსი“ გამათავისუფლებს, მივდივარ. ორშაბათს ყველაფერი გვეცოდინება“, – ასეთი იყო დიალოგი. აღსანიშნავია, რომ იტალიური მედია დარწმუნებულია სარის „ჩელსიდან“ წასვლაში, რის შემდგომაც „იუვენტუსში“ მისი მისვლის ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ …

სრულად წაკითხვა »