მთავარი / თეგის არქივი: ბენფიკა (გვერდი 4)

თეგის არქივი: ბენფიკა

მატია პერინმა “ბენფიკაში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ტურინში ბრუნდება

მატია პერინის ლისაბონის „ბენფიკაში“ ტრანსფერი ჩაიშალა. როგორც პორტუგალიური მედია იტყობინება, იტალიელმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. მატის მარჯვენა მხარზე აქვს პრობლემა და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, აღდგენის პროცესს იმაზე მეტი დრო, დასჭირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო – 4 თვე. შედეგად, ორივე გუნდი შეთანხმდნენ, რომ პერინი ტურინში დაბრუნდება და მკურნალობას იქ გააგრძელებს. შესაბამისად, …

სრულად წაკითხვა »

პერინი ბენფიკასთან კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ლისაბონში გაფრინდა

პერინი ბენფიკასთან კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ლისაბონში გაფრინდა

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავისი ვებ-გვერდზე იტყობინება, რომ იუვენტუსის მეკარე მატია პერინი ბენფიკასთან კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ლისაბონში გაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით პერინის სანაცვლოდ ტურინული გრანდი 15 მილიონ ევროს მიიღებს. გასულ სეზონში მან სერია ა-ში 9 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაუშვა.

სრულად წაკითხვა »

პერინი “ბენფიკაში” გადადის, “იუვე” ახალგაზრდა მცველს მიიღებს

პერინი “ბენფიკაში” გადადის, “იუვე” ახალგაზრდა მცველს მიიღებს

მატია პერინის „იუვენტუსიდან“ წასვლა გადაწყვეტილია და მეტიც, თითქმის „ბენფიკას“ ფეხბურთელია. Sportmediaset-ის ინფორმაციით, უახლოეს საათებში პერინი ლისაბონში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. გარიგების თანახმად, „იუვენტუსი“ ლუზიტანელთა ახალგაზრდა მარჯვენა მცველს, 18 წლის ჟოაო ფერეირას მიიღებს, რომელმაც გასული სეზონი 23 წლამდე გუნდში გაატარა. შეგახსენებთ, რომ პერინი „იუვენტუსს“ ერთი წლის წინ შეუერთდა, …

სრულად წაკითხვა »

მატია პერინი ახლოს არის ბენფიკაში გადასვლასთან

მატია პერინი ახლოს არის ბენფიკაში გადასვლასთან

იუვენტუსის მეკარე მატია პერინი სავარაუდოდ დატოვებს კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს. 26 წლის მეკარეს მჭიდროდ აკავშირებენ ბენფიკასთან, რომელიც მზად არის იტალიელი კიპერის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გაიღოს. იტალიის ქალაქ ტურინში პერინი ერთი წლის წინ ჯენოადან 12 მილიონ ევროდ გადავიდა და გასულ სეზონში ვოიცეხ შესნის დუბლიორი გახლდათ. რამოდენიმე დღის წინ იუვენტუსში …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” პერინის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს

მატია პერინი „იუვენტუსს“ მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ ტოვებს. ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნების შემდეგ იტალიელ კიპერს ტურინში არ დაედგომება, რადგან მესამე ნომრობა მის გეგმებში არ შედის. პერინის მსურველი გუნდები არ აკლია, თუმცა ყველაზე მეტად „ბენფიკა“ აქტიურობს. ლისაბონელები 12 მილიონ ევროს იხდიან, „იუვეს“ კი 15 მილიონი და კონტრაქტში გამოსასყიდი უფლებას შეტანა სურს. ამ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” რუბენ დიაშს მიუახლოვდა

„იუვენტუსი“ ახლოსაა რუბენ დიაშის გაფორმებასთან. პორტუგალიური გამოცემა Record-ი წერს, რომ ტურინულ და ლისაბონურ გრანდს შორის შეთანხმების მიღწევას ძალიან ცოტა აკლია. „იუვე“ 21 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გაიღებს. აღსანიშნავია, რომ ფაბიო პარატიჩი დიაშს დიდი ხანი აკვირდებოდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ზაფხულში ცენტრალური დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და რუბენ …

სრულად წაკითხვა »

ჟოაო ფელიშს რონალდუსთან თამაში უნდა

ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ შემტევი ტიპის ნახევარმცველ ჟოა ფელიშის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. ნიჭიერ ფეხბურთელს სხვა გრანდებიც ეპატიჟებიან, მაგრამ A Bola-ს ცნობით, ფავორიტი „იუვეა“. ფელიშს კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაში ძალიან უნდა და სწორედ ეს ფაქტი „იუვენტუსისკენ“ უბიძგებს. გარდა ამისა, ტურინელებს ჟორჟე მენდეშთან, რომელიც ფეხბურთელის აგენტია, კარგი ურთიერთობა აქვთ. აქამდე გავრცელებული …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი და მენდეში ჟოაო ფელიშის თაობაზე შეხვდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ ნიჭიერი ფეხბურთელის, ჟოა ფელიშის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. Tuttosport-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ფაბიო პარატიჩი და ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში აღნიშნული საკითხის გამო ერთმანეთს შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ „ბენფიკამ“ ტურინელთა 75 მილიონი ევროიანი წინადადება უკევ უარყო და 120 მილიონს ითხოვს. თუმცა, ტურინელები მენდეშთან კარგი ურთერთობით დაიკვეხნიან და იმედოვნებენ, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ჟოაო ფელიშის სანაცვლოდ 75 მილიონს იხდის

ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ ამომავალი ვარსკვლავის, ჟოაო ფელიშის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. პორტუგალიური O Jogo-ს ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ ლისაბონურ გუნდს 19 წლის ტალანტში 75 მილიონ ევროს სთავაზობს. ჯერჯერობით „ბენფიკას“ პასუხი უცნობია, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, „არწივები“ ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ უფრო მეტს ითხოვენ. შეგახსენებთ, ფელიში ევროპა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და ჟოაო ფელიქსი რეალურია

ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ ტალანტის, ჟოაო ფელიქსის მსურველთა შორის ფავორიტია. როგორც ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, 19 წლის პორტუგალიელს „ბარსელონა“, „რეალი“, „ატელტიკო“ და „მანჩესტერი“ იწვევენ, მაგრამ ამ ეტაპზე ფავორიტია „იუვენტუსია“. ტურინელები ფელიქსს დიდი ხანია აკვირდებიან და გასულ შაბათს „იუვეს“ სკაუტები „პორტუ“ – „ბენფიკას“ მატჩსაც დაესწრნენ, ხოლო ჟოაომ გოლის გატანაც მოახერხა. ფელიქსს …

სრულად წაკითხვა »