მთავარი / თეგის არქივი: ანდრეა ბარძალი (გვერდი 4)

თეგის არქივი: ანდრეა ბარძალი

კიელინიმ და ბარძალიმ მუზეუმში მერვე სკუდეტო მიიტანეს [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ანდრეა ბარძალიმ და ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუს სთედიუმის“ მუზეუმში ზედიზედ მერვედ მოგებული სკუდეტო დააბინავეს. გარდა ამისა, ორივე ფეხბურთელმა კომენტარიც გააკეთა: „ორმაგი სიხარული მაქვს, თასი დავაბინავე, როგორც კაპიტანმა და მეორე, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მერვე სკუდეტოა. წლები გადის, ამ ტიტულის მოგება კი კიდევ უფრო რთული ხდება. იმედია, სხვა …

სრულად წაკითხვა »

სიურპრიზი ბარძალის, ბუფონისგან, ბონუჩისგან და კიელინისგან [VIDEO]

ანდრეა ბარძალის მაისური როგორც დააანონსებული იყო, „იუვენტუსის“ მუზეუმში შეიტანეს. იტალიელი ფეხბურთელი „იუვეს“ 8.5 წელი ემსახურა და ეს პატივი სავსებით დაიმსახურა. ბარძალის კი სიურპრიზი მოუწყვეს – როდესაც მუზეუმში მაისურის შენახვის პროცედურა მიმდინარეობდა, მასთან მოულოდნელად ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი გამოჩნდნენ..

სრულად წაკითხვა »

ბარძალის “იუვეს” სამწვრთნელო შტაბში იწვევენ

ტურინის „იუვენტუსი“ ანდრეა ბარძალის გუნდი დარჩენას სთავაზობს – ოღონდ სამწვრთნელო შტაბში. როგორც Tuttosport-ი იტყობინება, „ბებერი სინიორა“ მზადაა ანდრეა ახალი მთავარი მწვრთნელის, რომლის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, შტაბში დაასაქმოს. ჯერჯერობით ბარძალის პასუხი უცნობია. ცნობილია, რომ ვეტერანი იტალიელი სამწვრთნელო კურსების გავლას ივლისიდან კოვერჩანოში აპირებს. ბარძალის წინაშე ახლა საკითხი ასე დგას – ან …

სრულად წაკითხვა »

მადლობა, უსასრულოდ მადლობა, ანდრეა!

იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ანდრეა ბარძალიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მისი გაცილების დროს ტიროდნენ არამარტო ბიანკონერები, არამედ ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს. როდესაც 2011 წლის ზამთარში მისი ტრანსფერი დადასტურდა, ის უკვე იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონი და გერმანიის ჩემპიონი „ვოლფსბურგის“ რიგებში. როგორც იქნა, იტალიაშიც მიეცა ჩემპიონობის შანსი და მოახერხა კიდეც. …

სრულად წაკითხვა »

ბარძალის გაცილების ცერემონიას პოგბაც დაესწრო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ანდრეა ბარძალი ფეხბურთიდან გააცილეს და თამაშის შემდეგ ზეიმი გაგრძელდა, რომელსაც ფეხბურთელების გარდა, ანდრეას მეგობრებიც დაესწრნენ. საინტერესოა, რომ სტუმართა შორის იყვნენ “იუვეს” ყოფილი ფეხბურთელები, ანდრეა პილო და პოლ პოგბა, რომლის გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ბუნებრივია დიდი იმედი გააჩინა, რომ ფრანგი, რომელსაც „მანჩესტერის“ დატოვება უნდა, ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნდება.

სრულად წაკითხვა »

ბარძალი კორიდორით გააცილეს [VIDEO]

ანდრეა ბარძალიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლეგენდარულ მცველს “ატალანტასთან” მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა კორიდორი მოუწყვეს და ამ ჟესტით გააცილეს. ანდრეამ ამავე მატჩში “იუვეს” უკაპიტნა და 61-ე წუთზე შეცვალეს, მერე კი ქომაგებს დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ბარძალიმ 2011-2019 წლებში “იუვეს” რიგებში 280 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. რვაჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ოთხ-ოთხჯერ კი …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სტადიონის ინაუგურაცია იყო”

ტურინის „იუვენტუსს“ „ატალანტასთან“ მატჩში ანდრეა ბარძალი უკაპიტნებს. ვეტერანი ფეხბურთელი „სთედიუმზე“ ბოლო მატჩს ჩაატარებს და გარდა იმისა, რომ ამ დღეს „იუვეს“ სკუდეტო გადაეცემა, ანდრეასაც გააცილებენ. ბარძალიმ ტურინში გატარებული წლები გაიხსენა და მომავალზეც ისაუბრა. „ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ალბათ სტადიონის ინაუგურაცია იყო, როდესაც მართლაც მივხვდი რა იდგა ამ კლუბის უკან. თუმცა, ასევე განსაკუთრებული …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი ფეხბურთელებს: “კვირას ანდრეას ბოლო საშინაო თამაშია… ჩემთვისაც”

იტალიური მედია მასიმილიანო ალეგრის მიმართვას ავრცელებს, რომლითაც ფეხბურთელებს გასახდელში აცნობა, რომ „იუვენტუსის“ მწვრთნელის პოსტს ტოვებს. „კარგად უნდა ვივარჯიშოთ, კვირას კარგად თამაში გვმართებს, რადგან ეს იქნება ანდრეას ბოლო თამაში „სთედიუმზე“… ასევე ჩემთვისაც“, – თქვა ალეგრიმ. ამ კომენტარს ფეხბურთელების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ ასეთი კომენტარი გააკეთა: „კვირას შენთვის ვითამაშებთ“.

სრულად წაკითხვა »