მთავარი / თეგის არქივი: ალვარო მორატა (გვერდი 2)

თეგის არქივი: ალვარო მორატა

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელს და „ატლეტიკოს“ უკვე აცნობა, რომ მორატას არ გამოისყიდის. მორატა „იუვეს“ 2020 წელს 2-წლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ტურინელებს მისი გამოსყიდვის უფლება 35 მილიონ ევროდ შეუძლიათ, მაგრამ ტურინელებისთვის ეს ფასი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ფეხბურთელების პოსტები: “როცა მარცხდები, მაშინაც მიყვარხარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელების ნაწილს იტალიის თასის ფინალში მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარი არ გაუკეთებიათ, რამდენიმე ფეხბურთელმა კი უკვე გამოაქვეყნა ემოციური პოსტი. ამ მხრივ, განსაკუთრებით დუშან ვლაჰოვიჩი და ალვარო მორატა გამოირჩნენ. „ასეთი მატჩები ტკივილს იწვევს. თუმცა თუ ერთი რამ ვისწავლე, ეს არის ის, რომ მზად ვარ შენთან ერთად ჯოჯოხეთში ჩავიდე, თუ …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ბარსელონაში” მივდიოდი, მაგრამ ალეგრისთან საუბარმა ყველაფერი შეცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ შემდეგ მასიმილიანო ალეგრისთან საუბარმა ყველაფერი შეცვალა და ტურინში დარჩენა გადაწყვიტა. „იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის „ბარსელონაც“ და შემდეგ ისინი ალეგრისთან განვიხილე, რადგან პირველ თავდამსხმელად ვთამაშობდი, მაგრამ მე არ ვარ გამოკვეთილი ფორვარდი, რომელიც ფიზიკურად ძლიერია და ტანით …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ბარსელონასთან” ფინალში VAR-ი რომ ყოფილიყო, ალბათ მოვიგებდით”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა ფორვარდმა აღნიშნა, ტურინში ბედნიერია და სურს, რომ მომდევნო სეზონშიც „იუვეში“ ითამაშოს. „გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი ზრდაა. შეფასებები სეზონის ბოლოს უნდა გაკეთდეს, როდესაც ბარგს ჩავალაგებთ და სახლში წავალთ. იყო პრობლემები, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ გუნდურად განვითარდით. ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

მორატას მომავალი სეზონის მიმდინარე ეტაპზე წყდება

ალვარო მორატას მომავალი სეზონის ამ ნაწილში წყდება. იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსსა“ და „ატლეტიკოს“ შორის მოლაპარაკებები ჯერ დაწყებული არ არის. მორატას ორწლიანი იჯარა 30 ივნისს იწურება, ხოლო „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ესპანელი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის მოსწონს, მაგრამ ჯერჯერობით კლუბს მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ცნობილია მხოლოდ ის, …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “იტალიის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილი მუნდიალი ნაკლებადაა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ესპანეთისა და ისლანდიის ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა და მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მან თქვა, იტალიის გარეშე ნამდვილი მსოფლიოს ჩემპიონატი არაა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ იტალიას ძალიან ნიჭიერი თაობა ჰყავს, რომელიც თავის სიტყვას მომავალში იტყვის. „სიმართლე ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “მინდა “იუვეში” დავრჩე, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული”

ალვარო მორატამ ესპანურ მედიას განუცხადა, რომ „იუვენტუსში“ დარჩენა სურს. როგორც მან თქვა, თუ ეს ვერ მოხერხდა, „იუვეს“ პირველ ქომაგად დარჩება. „იუვენტუსში“ დარჩენა მინდა, მაგრამ მომავალი ჩემზე არაა დამოკიდებული. მომდევნო სეზონში იქ თუ ვერ ვითამაშებ, მაშინ „ბიანკონერის“ პირველი გულშემატკივარი ვიქნები“, – თქვა მორატამ. შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ ესპანელ ფორვარდს 35 მილიონ ევროდ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მორატას გამოსყიდვაზე “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებას ეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას შენარჩუნებას ცდილობს. ესპანელი ფორვარდის საიჯარო ვადა ზაფხულში იწურება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილია, ამიტომაც, კლუბი „ატლეტიკოსთან“ მის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებს ეცდება. მადრიდული გრანდი მორატას 35 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ვინაიდან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და ალვაროს ფასი დააკლოს. ტურინელთა მიზანია, რომ მორატა …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “მომავალი ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ მე აქ დარჩენა მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „სამპდორიასთან“ (3:1) დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა ფორვარდმა აღნიშნა, გუნდში ატმოსფერო სეზონის დასაწყისთან შედარებით შეიცვალა. „სეზონის დასაწყისთან შედარებით განსხვავებული ჰაერია. ახლა ყველა ველოდებით ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებას. ზამთრის შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ ალეგრისთან ვისაუბრე და თავი ისევ მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვიგრძენი. როდესაც მწვრთნელი თავდაჯერებად განიჭებს, უნდა გაძლიერდე …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ამ 3 ქულას ოქროს ფასი ჰქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალვარო მორატამ „სპეციასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ, რომელშიც მან გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფორვარდის განცხადებით, ამ სამ ქულას ოქროს ფასი ჰქონდა. „ვიცოდი, რომ მძიმე თამაში იქნებოდა. ბევრი რამის გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ ეს არის სამი ქულა, რომელსაც ოქროს ფასი აქვს. შესანიშნავი პირველი ტაიმი გვქონდა, მეორე ნაკლებად, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »