მთავარი / თეგის არქივი: სერია A (გვერდი 4)

თეგის არქივი: სერია A

გატი: “თანაგუნდელებს მადლობა უნდა ვუთხრა, მათ ძალიან კარგად მიმიღეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ის ცდილობს ყოველთვის მზად იყოს და მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოს, როდესაც მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ უნდა ითამაშოს. “ბარძალის კომპლიმენტები თუ მომწონს? როგორ შეიძლება არ მომწონდეს? 7.5 ქულაზე მეტი შეფასება მინდოდა? არა, ესეც ძალიან ბევრია. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გუნდი იზრდება, “ინტერს” მომენტის შექმნის უფლებაც არ მივეცით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მან ფეხბურთელები შეაქო და აღნიშნა, რომ გუნდი იზრდება. „დღეს ადვილი თამაში არ იყო, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან მილანში გამარჯვება ყოველთვის რთულია. ცოტა და არაფერი შევაქმნევინეთ მეტოქეს, მაგრამ 3-4 ადვილ სიტუაციაში …

სრულად წაკითხვა »

“ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში „ინტერი“ სტუმრად ფილიპ კოსტიჩის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – სასწაული არ გაუკეთებია, მაგრამ ყოველთვის უსაფრთხოდ ითამაშა. გატი 7 – „მონცასთან“ ფლოპიდან ორი თვის განმავლობაში არ უწევდა თამაში. შემდეგ „ფრაიბურგთან“ და „ინტერთან“ ის უდავოდ მაღალ დონეზე გაისარჯა, სიმკაცრით და ფიზიკურობით. …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” იტალიურ დერბიში იმარჯვა

ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს 27-ე ტურში “ინტერი” სტუმრად დაამარცხა და სანაკრებო პაუზაზე დიდებულ ხასიათზე გავიდა. „იუვენტუსმა“, რომელსაც 15 ქულა აქვს დაკლებული (რომ არა ეს, ახლა მეორე ადგილზე კომფორტულად და მშვიდად იქნებოდა), მილანში „ინტერი“ 1:0 დაამარცხა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დაცვაში გამართული ფეხბურთი ითამაშა, შეტევაში კი ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ სახიფათო კონტრშეტევებზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ინტერთან” მატჩისთვის

სერია A-ს 27-ე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ სტუმრად მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, ბრემერი, დანილო, გატი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, კუადრადო, კოსტიჩი, რაბიო, პარედესი, სეკულოვი, ფაჯოლი, ბარენეჩეა თავდამსხმელები: კიეზა, ვლაჰოვიჩი, დი მარია, სულე, ილინგ-ჟუნიორი შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 19 …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “დი მარიას მდგომარეობა უნდა შევაფასო, პოგბაზე სულ ერთი და იმავეს ვსაუბრობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ჯერ არ იცის, ანხელ დი მარია ძირითად შემადგენლობაში თამაშს შეძლებს თუ არა. „დღეს მატჩამდე ბოლო ვარჯიში გვექნება, შესაბამისად, დი მარიას კონდიციები უნდა შევაფასო, რომელიც კარგად მეჩვენება. ასევე, ბონუჩის და მირეტის. მილიკი და ალექს სანდრო ვერ ითამაშებენ. …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სამპდორიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში „სამპდორია“ 4:2 დაამარცხა. გთავაზობთ ამ შეხვედრის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი გაიტანა და „იუვენტუსის“ ბოლო ნახევარმცველი, რომელმაც ერთ სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანა, პოლ პოგბა იყო (2015-2016 წლების სეზონში, მან თავი 10-ჯერ გამოიჩინა). რაბიოს ამ …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მეტის გატანა მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ გენუის „სამპდორიასთან“ (4:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის გმირი გახდა. „ზოგჯერ პასუხისმგებლობა მეც უნდა ავიღო, თუ ამის საჭიროებაა, დღეს მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე გამარჯვების მოსაპოვებლად და ბედნიერი ვარ. პირველი ტაიმით ნაკლებად კმაყოფილი ვარ, რომელიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ ორი გოლი გავუშვით, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

სულე: “ამ გოლს დებიუტის დღიდან ველოდი და ტირილი მომინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას სულემ „სამპდორიასთან“ მატჩში (4:2) სადებიუტო გოლი გაიტანა, როგორც „იუვეს“ მაისურით, ისე სერია A-ში. როგორც მან აღნიშნა, ეს მისთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. „ამ გოლს ველოდები მას შემდეგ, რაც სერია A-ში ვთამაშობ. ემოციებისგან ტირილი მომინდა. პირველი ჩემს ოჯახზე ვიფიქრე. ალეგრიმ შემტევ ნახევარმცველად კარგად თამაში დამავალა, მაგრამ ასევე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ფრაიბურგთან” პოგბა არ იქნება, დი მარია ითამაშებს, კიეზა – ვნახოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ მატჩის (4:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, არ შეიძლება, როდესაც 2:0-ს იგებ, გახსნილი თამაში ითამაშო. „დუშანმა კარგად ითამაშა, გოლებს მოგვიანებით გაიტანს, ალბათ „ფრაიბურგთან“. დღეს ახლოს იყო გოლთან, მშვიდად უნდა დარჩეს, ტექნიკურადაც კარგად ითამაშა. ყოველთვის ვეუბნები, რომ მშვიდად უნდა იყოს, ხანდახან ჩქარობს. ეს …

სრულად წაკითხვა »