მთავარი / თეგის არქივი: დუშან ვლაჰოვიჩი (გვერდი 6)

თეგის არქივი: დუშან ვლაჰოვიჩი

ვლაჰოვიჩი: “მინდა, ყველა ასპექტში მოვუმატო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც სერბმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მას ყველა კომპონენტში მომატება სურს და მიზნად მხოლოდ გოლების გატანას არ ისახავს. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება, რადგან შესვენების შემდეგ ყოველთვის რთულია თამაში, თუნდაც მენტალურად. სწორი მიდგომა გვქონდა და საბოლოოდ მოვახერხეთ, …

სრულად წაკითხვა »

დუშან ვლაჰოვიჩის სადებიუტო გოლი “იუვეში” [VIDEO]

დუშან ვლაჰოვიჩმა “იუვენტუსში” სადებიუტო მატჩში მოახერხა გოლის გატანა. მან “ვერონას” კარი პაულო დიბალას გადაცემის შემდეგ დალაშქრა და ანგარიში გახსნა. Gol mü, zeminden kayış mı daha temiz çözemedim. Vlahovic pic.twitter.com/jDAGyxpVev — Hatem #Muslera (@HatemBel2) February 6, 2022

სრულად წაკითხვა »

მიხაილოვიჩი: “კიელინი და ბონუჩი ვლაჰოვიჩს “იუვეში” ქცევის წესებს ასწავლიან”

„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა პრესკონფერენციაზე მიტჩელ დიკსის რთულ პერიოდზე ისაუბრა და მაგალითად, „იუვენტუსი“ მოიყვანა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ნორმალურ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ქცევის წესებს ასწავლიან. „გუნდის ჯგუფის კულტურა გამოიხატება ღირებულებებით და ქცევით. მე ყოველთვის ველი, რომ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები მისცემენ მაგალითს და ახალგაზრდა და ახალწვეულ ფეხბურთელებს ასწავლიან რა …

სრულად წაკითხვა »

დავიდსი: “მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ “იუვეში” თამაში რთულია, ეს არ არის “ფიორენტინა”

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ედგარ დავიდსმა ტურინის „იუვენტუსში“ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეში“ თამაში უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე „ფიორენტინაში“ და ვლაჰოვიჩის შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს. „მომწონს ეს სერბი, მაგრამ „იუვენტუსის“ მაისური მძიმეა და არ არის „ფიორენტინას“ მსგავსი. ახლა ვნახავთ, რა ღირს ის, როგორც ფეხბურთელი. „იუვენტუსში“ შეცდომებს ვერ …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “ალეგრიმ შეიძლება მორატა მანჯუკიჩის სტილში გამოიყენოს”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ დუშან ვლაჰოვიჩსა და „იუვენტუსზე“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შეიძლება მასიმილიანო ალეგრიმ ალვარო მორატა ისე გამოიყენოს, როგორც თავის დროზე მარიო მანჯუკიჩს იყენებდა. „ვლაჰოვიჩი იბრაჰიმოვიჩს ჰგავს, მაგრამ ზლატანი, როდესაც „იუვეში“ ვიყიდეთ, ფსონი იყო, ის არ მოსულა როგორც ძირითადის წევრი, მასზე წინ ტრეზეგე და დელ პიერო იყვნენ. ვინ …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერომ ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სერბ თავდამსხმელს დიდებული უნარები აქვს და მას შეუძლია გუნდს ახალი მუხტი მისცეს. „იუვენტუსი“ ბოლო წლებში პირველ ნომრად თამაშობდა და კონტრშეტევებს იღებდა, ბოლო დროს კი პირიქით დავინახეთ. ვლაჰოვიჩი ახლა გუნდს სხვა სიღრმეს მისცემს, მას წარმოუდგენელი უნარები აქვს, …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინას” პრეზიდენტი: “ვლაჰოვიჩის აგენტები მატყუარები არიან”

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ დუშან ვლაჰოვიჩის აგენტები მატყუარები არიან და ფეხბურთელი „იუვენტუსთან“ მანამდეც შეთანხმებული იყო. „ვლაჰოვიჩმა ბოლო შეხვედრისას გამარჯობას არ მითხრა. ეს ჩემთვის და ვინც „ფიორენტინაში“ მუშაობს ძალიან რთული იყო. ნოემბერში გვინდოდა მასთან კონტრაქტის განახლება, მაგრამ მისი აგენტები მატუარები არიან. ველოდებოდი პასუხს, მეორე დღეს დავნიშნეთ შეხვედრა და …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “მინდა “იუვესთან” ერთად გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”

ტურინის „იუვენტუსმა“ მედიის წინაშე სერბი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი წარადგინა. როგორც 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, მისთვის „იუვეში“ გადასვლა ძალიან მარტივი არჩევანი იყო. „აღფრთოვანებული და ამაყი ვარ, რომ ისეთ დიდებულ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი, როგორიც „იუვეა“. მზად ვარ, მაქსიმუმი გავაკეთო. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ მომიყვანა. „იუვე“ ადვილი არჩევანი …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩმა “იუვეში” პირველად ივარჯიშა [VIDEO]

დუშან ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსში“ ვარჯიში დაიწყო. სერბი ფეხბურთელის ვიდეო კლუბმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვლაჰოვიჩი კონტინასას ბაზაზე თავიდან მატია დე შილიოსთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშა, მერე კი გუნდთან ერთადაც. მოსალოდნელია, რომ დუშანი 6 თებერვალს, „ვერონასთან“ მატჩისთვის სათამაშოდ მზად იქნება. 👀 Dušan subito al lavoro 🏃🏻#DV7 pic.twitter.com/9sFTdpgNtD — JuventusFC (@juventusfc) January 29, 2022

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “ყველაზე ბედნიერი და განსაკუთრებული დაბადების დღე მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა დუშან ვლაჰოვიჩმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 22 წლის სერბი ფეხბურთელი „იუვეს“ ტელევიზიას ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბედნიერია და ამაყია. „ნამდვილად ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ყველაფერს გავიღებ, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. “იუვენტუსი” წარმოადგენს სიამაყეს, ტრადიციას, ოჯახს. „იუვე“ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და …

სრულად წაკითხვა »