ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა იმსაჯებს. მთავარი არბიტრი დანიელ ზიბერტი იქნება, მას ასისტენტობას იან სიდელი და რაფაელ ფოლტინი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი სვენ იაბლონსკია. VAR-ის ოთახში ბასტიან დანკერტი და ჰარმ ოსმერსი იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.
სრულად წაკითხვა »