ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ლუის სუარესის საქმეზე პროკურატურამ გამოკითხა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მოგეხსენებათ, სუარესი 17 სექტემბერს პერუჯას უნივერსიტეტში იმყოფებოდა და იტალიური ენის გამოცდები გაყალბებული იყო, მან ტესტის პასუხები წინასწარ იცოდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ანიელიც ამასთან დაკავშირებით გამოკითხეს.
ჯერჯერობით „იუვენტუსის“ გავლენა გამოცდების გაყალბებაში არ იკვეთება. პერუჯას უნივერსიტეტის რამდენიმე რექტორს კი საქმინობა გარკვეული პერიოდით რამდენიმე თვის წინ შეუჩერდათ.
აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ მდგომარეობას ის ამსუბუქებს, რომ სუარესი იმ მომენტში ტურინული გუნდის ფეხბურთელი არ იყო და არც მას შემდეგ გაუფორმებია კლუბთან ხელშეკრულება.