ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ „მანჩესტერთან“ შეხვედრა შეაფასა. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, საგოლე მომენტების ასე განიავება დაუშვებელია.
გარდა ამისა, ტაკონიმ ჟოზე მოურინიოს საქციელი შეაფასა და პროვოკატორი უწოდა:
„მენტალური და ფიზიკური სისუსტე აშკარა იყო შეხვედრის ბოლო 10 წუთში. როდესაც ფელაინი და მატა მოედანზე შევიდნენ, „მანჩესტერი“ „იუვენტუსზე“ სწრაფად ათამაშდა. როდესაც 1:0-ზე „იუვემ“ უამრავი საგოლე მომენტი გაანიავა, ჩემმა შვილმა ივარაუდა „მანჩესტერის“ გოლი.
შჩესნი? – ეს რთული ბურთი იყო. მე კარიდან გამოვიდოდი, როგორც კამიკაძე და ბურთს დავიჭერდი. თუმცა, გუნდმა შვიდი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და მთავარი ესაა, ამის გაკეთება არ შეიძლება.
მოურინიო? – ნამდვილი პროვოკატორია. პროვოცირებული იყო? 25 წლის განმავლობაში შეურაცხყოფას მაყენებდნენ… ყოველ ჯერზე, როდესაც ნეაპოლში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ვთამაშობდი, თუმცა ამ პროვოკაციებით ვერთობოდი“, – აღნიშნა ტაკონიმ.