მთავარი / სიახლეები / სტანკოვიჩი: “იუვენტუსი” სხვა ჩემპიონატში თამაშობს”

სტანკოვიჩი: “იუვენტუსი” სხვა ჩემპიონატში თამაშობს”

მილანის „ინტერის“ ყოფილი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი სერია A-ს მიმდინარე სეზონზე აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ სკუდეტოსთის ბრძოლაში „იუვენტუსი“ უკონკურენტოა.

„ინტერი“ კარგი გუნდია და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. სკუდეტო? რეალისტი ვარ და „იუვენტუსი“ უკონკურენტოა. ტურინელები თითქოს სხვა ჩემპიონატში თამაშობენ, ხოლო დანარჩენები მხოლოდ მეორე ადგილისთვის იბრძვიან“, – განაცხადა სტანკოვიჩმა Sky Sport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ რვა ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ 24 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ნაპოლის“ 6 ქულით უსწრებს.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში …