ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-6 ტურში „სპეცია“ ალვარო მორატას, ადრიენ რაბიოს გოლებითა და კრიშტიანუ რონალდუს დუბლი 4:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
ბუფონი 6 – გოლის დროს ალბათ ნაკლებად რეაქტიული იყო, მაგრამ რიკოშეტი გადამწყვეტი გამოდგა. მეორე ტაიმში გაშვებული გოლი შაბოს რთული დარტყმის მოგერიებით გამოისყიდა.
კუადრადო 5.5 – აქტური იყო და დაცვაშიც კარგად მოქმედებდა, მაგრამ გაშვებული გოლის დროს თამაშგარე მდგომარეობა იმის გამო არ დაფიქსირდა, რომ კოლუმბიელმა ამოსვლა ვერ მოასწრო.
დემირალი 5.5 – ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ ჩანს, რომ თურქი ფორმაში არ არის.
ბონუჩი 6 – ის ყოველთვის თამაშობს და დემირალთან შედარებით უკეთესად ითამაშა.
ფრაბოტა შ.გ – მან მოედანზე ბოლო წუთები გაატარა.
დანილო 6.5 – „იუვენტუსის“ დაცვაში საუკეთესო იყო, როდესაც შეტევაში ერთვებოდა, ხარისხიანად აკეთებდა და პირველი გოლიც მისი პასით დაიბადა.
მაკკენი 7 – სამკაციან ნახევარდაცვაში უფრო მარჯვნი მოქმედებდა და შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა. ჰქონდა ხარვეზებიც, მაგრამ კარგი თამაში ჩაატარა.
რემზი 6 – შემოდის და ცდილობდა გუნდის თამაშის დალაგებას.
არტური 6 – მოკლე პასებში კარგად თამაშობდა, მაგრამ ძალიან ნელია და არც არაფერი შეუქმნია.
ბენტანკური 5.5 – ჯერ კიდევ ძალიან შორსაა საუკეთესო ფორმისგან.
რაბიო 6.5 – როგორც იქნა საგოლე ზონაში გამოჩნდა და გაიტანა გოლი, რომელმაც თამაში დაამშვიდა.
კიეზა 6 – პირველ ტაიმში ცდილობდა, გოლთანაც ახლოს იყო. თუმცა, მეორე ტაიმში რაბიოს შესანიშნავი პასი გაუკეთა გოლის მომენტში და პენალტიც მოიპოვა.
დიბალა 5 – კარისგან ძალიან შორს თამაშობდა, აკლდა გამბედაობა.
რონალდუ 7.5 – „იუვეს“ დაავადების მკურნალი ყოველთვის არის. მასთან ერთად პირლოს შეუძლია მიიღოს დრო, რომელიც მას სჭირდება.
მორატა 7.5 – ასეა თუ ისე, „იუვენტუსი“ მის მხრებზე გადადის. გაიტანა, მეორეც გაიტანა და კვლავ არ ჩაუთვალეს, საგოლე პასიც გააკეთა რონალდუზე.
კულუშევსკი შ.გ – მან მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა.
პირლო 6.5 – ბოლო პერიოდის საუკეთესო „იუვე“, მაგრამ კითხვის ნიშნები დარჩა. მეტოქის ნახევარზე ბოლო 30 მეტრში გუნდი ხშირად არ მოქმედებდა კარგად და შესაბამისად. დამსახურებულად მოგებული მატჩის დახურვა პირველივე ტაიმში იყო შესაძლებელი.