ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ლეონარდო ბონუჩის ყიდვის იმედს არ კარგავს.
იტალიური მედია კიდევ ერთხელ იტყობინება, რომ ესპანელი ზაფხულში ტრანსფერისთვის გაიწევს. თუმცა, „იუვეს“ პოზიცია მყარია – ფეხბურთელი არ იყიდება.
ტურინიდან წასვლა არც ბონუჩის უნდა, რომელმაც სწორედ ამიტომ კონტრაქტი არც ისე დიდი ხნის წინ 2023 წლამდე გაახანგრძლივა.
დაცვის ცენტრში კონკურენცია დიდია, მაგრამ ბონუჩი „იუვენტუსის“ სამომავლო გეგმებში ჯდება და არ იყიდება.