პაულო დიბალასა და „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტის განახლება აქტუალური თემაა. Sky Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი უახლოეს დღეებში იტალიაში იქნება.
„იუვემ“ დიბალას წლიური ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო შესთავაზა და არ აპირებს ამ შეთავაზების გაუმჯობესებას. ამდენად, არჩევანი დიბალაზეა – ის ან დათანხმდება ამ წინადადებას, ან ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს.
იმავე წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დიბალა თანახმა იქნება „იუვენტუსის“ წინადადებაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.