მთავარი / სიახლეები / შესაძლოა ვიდალი დაბრუნდეს

შესაძლოა ვიდალი დაბრუნდეს

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. ფრანგული გამოცემა Le10Sports-ის ცნობით, ვიდალი ესპანურ გუნდში უკმაყოფილოა და მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა. ჩილელს ძალიან ცოტა დრო ეთმობა სათამაშოდ „ბლაუგრანაში“ და იანვარში გუნდის შეცვლაზე ფიქრობს.

თავის მხრივ, „იუვე“ ზამთარში ერთი ნახევარმცველის დამატების აუცილებლობას ხედავს და ფაბიო პარატიჩის უკვე გეგმაც შემუშავებული ჰქონია. თუ ვიდალი ტურინელთა მთავარი სამიზნე მართლაც გახდა, მაშინ „იუვე“ ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე უარს იტყვის და მთლიანად ჩილელზე გადაერთვება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ვიდალი „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში სამხრეთ ამერიკელმა 171 შეხვედრაში 48 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

სარი: “ლიონის” თამაშით გაკვირვებული ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „რომასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა ძირითადად „ლიონთან“ მოახლოებულ …

“იუვემ” სერია A-ს სეზონი საშინაო მარცხით დაასრულა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონი მარცხით დაასრულა, თუმცა სკუდეტო უმაყურებლო „ალიანც სთედიუმზე“ აღმართა. …