იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა არ გამორიცხავს, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონი შეწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მატჩი 3 აპრილამდე უმაყურებლოდ გაიმართება, გამორიცხული არაფერია.
ჩემპიონატის შეწყვეტის მოტივი სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელზე კორონავირუსის დადასტურება გახდება.
„იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსი სერია A-ში მოთამაშე რომელიმე ფეხბურთელს დაუდასტურდება, ყველა ზომას მივიღებთ, რომ ჩვენი სპორტსმენების დაცვა უზრუნველყოთ. არ გამოვრიცხავთ ჩემპიონატის შეჩერებასაც“, – თქვა გრავინამ.