ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „სპეციასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „იუვემ“ მშრალად რომ მოიგო, პოლონელის დამსახურებაც არის, რადგან ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია.
„პენალტი? ველოდი, რომ ცენტრში დაარტყამდა და რთული სეივი არ ყოფილა. მნიშვნელოვანი იყო პირველი გოლის შემდეგ არ მოვდუბულიყავით, რადგან თამაში შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, ესეც მეტოქის დამსახურებით.
შედეგი მისაღებია, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვამატოთ და გვესმოდეს თითოეული მომენტის მნიშვნელობა, რადგან მომდევნო მატჩებში მთელი სეზონის ბედი გადაწყდება. ეს ფანტასტიკური ჯგუფია და გვაქვს მკაფიო იდეები იმის შესახებ , თუ რა უნდა გავაკეთოთ, ასევე იმის წყალობით, რასაც მწვრთნელი გვეუბნება“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 49 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მარტს შინ, რომის „ლაციოსთან“ გამართავს.