ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ შესახებ მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც პენალტს მის კარში არ ნიშნავენ. მაშინ კი არავის ახსენდება ეს თემა, როცა შეცდომით ინიშნება მისი კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი.
„ამას არავინ ამბობს, რომ გასულ კვირას მსაჯთა კორპუსის შეხვედრა გაიმართა. მათ თქვეს, რომ „ლეჩესთან“ და „ტორინოსთან“ მატჩებში ჩვენს კარში პენალტები არ ყოფილა.
ამაზე არავინ საუბრობს, მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ, როდესაც „იუვენტუსის“ წინააღმდეგ პენალტი უნდა ყოფილიყო, ხოლო როდესაც მსაჯების შეცდომა ჩვენს წინააღმდეგ ცნობილია, ამას არავინ ახსენებს“, – განცხადა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „ლეჩესთან“ მატჩში „იუვენტუსის“ კარში პენალტი დაინიშნა და იმ პენალტით ორი ქულა დაკარგა, ხოლო „ტორინოსთან“ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი სამართლიანად არ დანიშნა.