მთავარი / სიახლეები / შჩესნი – “იუვენტუსის” სუსტი წერტილი

შჩესნი – “იუვენტუსის” სუსტი წერტილი

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხის შემდეგ ვოიცეხ შჩესნი კრიტიკის ობიექტი გახდა. პოლონელი მეკარე სწორედ „წითელი ეშმაკების“ ყოფილმა ფეხბურთელებმა, პოლ სქოულზმა და ოუენ ჰარგრეივზმა გააკრიტიკეს.

„მას შეეძლო კარიდან გამოსვლა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო. ვფიქრობ, ის “იუვეს” სუსტი წერტილია. შჩესნი 5 წელი თამაშობდა „არსენალში“ და მიმაჩნია, რომ მას შემდეგ არ მოუმატებია“, – თქვა სქოულზმა.

ყოფილ თანაგუნდელს დაეთანხმა ოუენ ჰარგრეივზიც:

„ჩემი აზრით, პოლი სიმართლეს ამბობს შჩესნის შესახებ. „იუვენტუსი“ მზადაა თასის მოსაგებად, მაგრამ რამდენ გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება მსოფლიო დონის მეკარის გარეშე?“, – დასძინა ჰარგრეივზმა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში …