მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “ფიზიკურად რთული თამაში გველოდება”

შჩესნი: “ფიზიკურად რთული თამაში გველოდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი Sky Sport-თან „ჯენოასთან“ განვლილ თამაშს აფასებს და „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

უყურადღებობა

„ჯენოასთან“ გამარჯვება კარგი იქნებოდა. „მანჩესტერთან“ მნიშვნელოვანი თამაშის წინ ეს საუკეთესო შესაძლებლობა იყო. ორი ქულა დავკარგეთ, გავუშვით ძალიან მარტივი გოლი დაუდევრობის გამო და ვწუხვართ. დარწმუნებული ვიყავით, რო ბურთი კუთხურზე გადავიდოდა. როგორც უკვე ვთქვი, შეგვეძლო უფრო ყურადღებით ყოფნა“.

„ოლდ ტრაფორდი“

„ოლდ ტრაფორდი“ ძალიან კარგად მახსოვს. სწორედ იქ შედგა ჩემი დებიუტი პრემიერლიგაში. დავმარცხდით, მაგრამ კარგი მოგონებაა ის დღე. ბოლოს როდესაც ვითამაშე ამ სტადიონზე, მოვიგეთ.

„მანჩესტერიც“ გაბრაზებულია, რადგან გოლი მეექვსე დამატებულ წუთზე გაუშვა. ეს იქნება დიდი საღამო, „იუნაიტედი“ ძლიერია და როგორც ჩვენ, ისე სურს გამარჯვება. კრიშტიანუ? – ყველამ ვიცით, რამდენად მნიშველოვანი იყო „მანჩესტერისთვის“, მაგრამ ახლა „იუვეს“ ფეხბურთელია და ვაფასებთ იმას, რასაც აკეთებს. ეს იქნება ფიზიკურად რთული თამაში, რადგან მეტოქეს სწრაფი ფეხბურთი უყვარს“.

სეზონი 1 ნომრის რანგში

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მთლიანად გუნდი კარგად თამაშობს და გვინდა, რომ ასევე გავაგრძელოთ. პერსონალურად ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. შარშან მქონდა შესაძლებლობა ბუფონისგან ძალიან ბევრი მესწავლა და საკმაო რაოდენობის თამაშებიც ჩავატარე. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მიმდინარე სეზონი ჩემთვის უფრო კარგია“.

შემთხვევითი სიახლე

დანი ალვეში: “ზაფხულში “იუვენტუსში” დაბრუნების შანსი მქონდა”

„სან პაულუს“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რო გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნება შეეძლო, მაგრამ სამშობლოში …

ალი დაეი: “რონალდუ ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შანსი აქვს სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში. პორტუგალიელს …