ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი Sky Sport-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი ჯერ კიდევ მშიერია ტიტულების მოსაგებად. პოლონელი კიპერი „ნაპოლისთან“ გამართულ და „ბოლონიასთან“ მომავალ დაპირისპირებას შეეხო.
„თამაშის შემდეგ მაშინვე სხვა ოთახში წამიყვანეს დოპინგ კონტროლის გასავლელად, ასე რომ, დრო და შესაძლებლობა არ მქონდა ბიჭებთან ერთად მეზეიმა. სამწუხაროა, რომ მათ სიამოვნება მიიღეს.
მატჩის შემდეგ განცდები ძალიან კარგი იყო. მაგრამ უკვე ორ დღეში „ბოლონიასთან“ თამაშია და ამაზე უნდა ვიფიქროთ. კიელინიმ მადლობა გადამიხადა, რომ გოლი არ გავუშვით, მაგრამ თუ გოლი არ გავუშვით მისი შესანიშნავი თამაშის დამსახურებაცაა. „ნაპოლის“ წინააღმდეგ ავჩვენეთ, რომ ამ გუნდს ტიტულების მოგების დიდი წყურვილი აქვს. ზედიზედ მეათე წელია ტიტულს ვიგებთ და ეს ნიშნავს, რომ მშიერები ვართ და აქ გაჩერება არ გვინდა. შემტევი ფეხბურთის გასაუმჯობესებლად საღი აზროვნება გვჭირდება. ვცდილობთ სტაბილურობა ვიპოვოთ. „ნაპოლისთან“ ომპაქტურები, მჭიდროები ვიყავით, აგრეთვე სირთულეებიც გვქონდა. „იუვესნაირ“ გუნდს თამაშების მოსაგებად მოტივაცია და შიმშილის გრძნობა სჭირდება.
მანჯუკიჩი „მილანს“ გამოცდილებას შესძენს. ის ნამდვილად რთული მეტოქე იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ. საჭიროა სატურნირო ცხრილში პოზიცია დავიბრუნოთ, რადგან ახლა, სადაც ვართ, საკმარისი არ არის. გვინდა სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ.
„ბოლონია“? ბურთით კარგად თამაშობს, საჭიროა ფრთხილად ვიყოთ დაცვით ფაზაში. შემდეგ იმ ხარისხით, რაც შეტევაში გვაქვს, საგოლე მომენტებს შევქმნით. სკორუპსკი შესანიშნავი მეკარეა, ძალიან კარგად თამაშობს. მიხარია, რომ მას მოედანზე ვნახავ“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბოლონიას“ მატჩი 24 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.