იტალიის სერია A-ს გათამაშებაში შესაძლოა მიმდინარე სეზონში ფორმატი შეიცვალოს. ამის შესახებ Lega Pro-ს პრეზიდენტმა ფრანჩესკო ჯირელიმ განაცხადა.
როგორც მან თქვა, განიხილება სამი შესაძლებლობა, მათ შორის პლეი-ოფის სისტემის დანერგვა.
„ამჟამად სამი ვარიანტი არსებობს: სკუდეტო არავის გადაეცეს, გადაეცეს მოცემული მომენტის მიხედვით ან გაიმართოს პლეი-ოფის თამაშები. ეს საკითხები განიხილება. ერთადერთი სურვილია, რომ გადაწყვეტილება ჩემპიონატის განახლებამდე მივიღოთ”, – თქვა ჯირელიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია A 3 აპრილამდე შეწყდა, მაგრამ უცნობია განახლდება თუ არა სეზონი.