იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ თუ სეზონი ისევ შეჩერდება, მაშინ პლეი-ოფი ჩატარდება.
„ჩვენ მივუთითე B გეგმა, რომელიც ძალიან ნათელია. იგი ითვალისწინებს პლეი-ოფისა და პლეი-აუტის გამოყენებას იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატის ისევ შეწყვეტა იქნება საჭირო. საბოლოო შეჩერების შემთხვევაში კი გამოვიყენებთ ალგორითმს, რომლის მიხედვით შეჩერების მომენტში სატურნირო ცხრილი ძალაში დარჩება“, – თქვა გრავინამ.
შეგახსენებთ, რომ სერია A 20 ივნისს განახლდება, ხოლო „იუვენტუსი“ პირველ მატჩს 24 ივნისს „ბოლონიასთან“ გამართავს.