უნგრული „ფერენცვაროშის“ მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. უკრაინელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვესთან“ თამაში დიდი პატივია.
„ასეთ ფეხბურთელებთან დაპირისპირება ჩვენთვის დიდი პატივია. უნგრული ფეხბურთის პასუხისმგებლობას ჩვენ წარმოვადგენთ. სტადიონზე 20 ათასამდე გულშემატკივარი იქნება და ჩვენ მზად ვართ, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ.
კიევის „დინამოსთან“ მატჩის მეორე ტაიმში საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნა, შეიძლება ამან ჩვენში ნდობა აამაღლოს. ყველამ იცის, რომ ჩვენ საუკეთესო ევროპული გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები 100%-ით მზად არიან ამისთვის. ფიზიკურად კარგად ვართ, კარგად მოვემზადეთ და ნამდვილად ყველას უნდა გამოსცადონ თავიანთი თავი ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუა და ვიმედოვნებ, რომ ის მოედანზე იქნება.
გადატვირთული გრაფიკის გამო შეცდომები ნორმალურია, მაგრამ მე ვამაყობ ჩემიგუნდით, რადგან კონკურენტუნარიანები ვართ, როგორც უნგრეთის ჩემპიონატში, ისე ევროპაში“, – თქვა რებროვმა.
შეგახსენებთ, რომ „ფერენცვაროშისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.