მთავარი / ბლოგი / საუბარი გულშემატკივართან – ნინო გვიმრაძე

საუბარი გულშემატკივართან – ნინო გვიმრაძე

JUVENTUS.GE ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ – „საუბარი გულშემატკივართან“. ამიერიდან, ჩვენი ვებგვერდი „იუვეს“ ქომაგებს გაესაუბრება და მათი სიყვარულის ისტორიას კლუბისადმი, ხედვებსა და მოსაზრებებს გაეცნობით.

ჩვენი რუბრიკის მოიგი  სტუმარი „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ქომაგი ნინო გვიმრაძეა.

– როგორ და როდის დაიწყო თქვენი შავ-თეთრი გუნდის ფერადი ისტორია?

–  1984 წლიდან,  მას მერე, რაც ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი მიშელ პლატინი ევროპის ჩემპიონი გახდა, მე მისი კლუბის ქომაგი გავხდი…. დიდებული და საოცარი თაობის იუვეს გულშემატკივარი…

– საუკეთესო ფორმაციის იუვენტუსი, რომელსაც მოსწრებიხართ?

– პლატინის იუვეს თამაშების მხოლოდ მიმოხხილვები თუ მინახავს, ამიტომ ჩემთვის  საუკეთესოდ 1996 წლის „იუვენტუსია“.

–  თამაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

–  შეიძლება იყო სხვა უფრო  მნიშვნელოვანი მატჩები, მაგრამ რატომღაც ძალიან კარგად მახსენდება „მანჩესტერ სიტის“  დამარცხება ინგლისში.

–  მომენტი, რომლის შეცვლა გსურთ…

–  მილანთან ლიგის ფინალში  წაგებულ პენალტების სერიას!

– საყვარელი ფეხბურთელი

–  პლატინი

– როგორ ფიქრობთ, ვინ იყო „იუვენტუსის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

– იუვეს საუკეთესო ფეხბურთელი –  პლატინი. იმის გათვალისწინებით რომ ყველაფერი მოიგო კლუბთან ერთად.

– საუკეთესო მწვრთნელი…

– ტრაპატონი

– იტალიის ჩემპიონატისგან განსხვავებით რა არის ის, რაც „იუვეს“ ზღაპარს კეთილად ვერ ასრულებს. (ჩემპიონთა ლიგა მაქვს მხედველობაში)

– ალბათ იღბალი…

– როგორ შეაფასებდით ლეონარდო ბონუჩის საქციელს? ჯერ წასვლას, შემდგომ კი დაბრუნებას?

–  დაბრუნებას შევაფასებ დადებითად…  წასვლა კი  საშინლად გადავიტანეთ…  თავად ლეონარდომ მშვენივრად ახსნა თავისი ქმედება: ,,ეს იყო შეცდომა, ტურინი ჩემი სახლია!” ამ ფორმაციის იუვეში ბონუჩი ერთ-ერთი ლიდერი იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ჩემი გამორჩეულად საყვარელი ,,კალჩატორე“… როცა ხარ დიდი ისტორიისა და გამარვებულის მენტალიტეტის გუნდის ლიდერი, ან უბრალოდ ხარ მსოფლიო დონის ვარსკვლავი, შენი საქმე უნდა აკეთო ჩუმად.  არ შეიძლება იმაზე კამათი, როდის შეგცვლის თუ არა, მწვრთნელი და ასე შემდეგ, თუმცა დოჩანაშვილის გმირის არ იყოს: იუვემ მიიღო თავის ,,უძღები შვილი“…  მიიღო გულშემატკივრების უმრავლესობამ და ალბათ ნაპოლისთან გატანილი გოლის მერე დარჩენილმა ,უმცირესობამაც.

–  ფეხბურთელი, რომელიც იუვეს მაისურით თამაშს არ იმსახურებდა?

– დანი ალვეში!!!

– რამდენად სამართლიანად მოექცა „იუვეს“ ხელმძღვანელობა დელ პიეროსა და ჯანლუიჯი ბუფონს?

–  ზოგადად იუვეს  ჩვევია თავისი ლეგენდების უჩუმრად გაშვება. თავის დროზე პლატინი წავიდა უცერემონიოდ, წავიდა დელ პიერო… მახსოვს ძალიან მიკვირდა 32 წლის ,,ფრანჩეზეს“ (პლატინი)   გადაწყვეტილება, ჯერ ხომ ძალიან ადრეათქო… თუმცა თავად განაცხადა: „მე აღარ შემიძლია უკეთ თამაში, ხოლო ვითამაშო უარესად არ მინდაო!”.

ალესას შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი…მან წაიღო ჩვენი გულის ნაწილი… შეიძლება უნდა წასულიყო!..

ბუფონის გადაწყვეტილება სრულ გაურკვევლობაში მაგდებს… როცა ამბობ, რომ გუნდმა ბრწყინვალე წინადადება შემომთავაზა და მაინც მიდიხარ, ცოტა გაუგებარია  ჩემთვის…

 – რას ნიშნავს თქვენთვის ფან-კლუბის წევრობა?

–  ფან კლუბი ჩემთვის არის ჩემი , ,,ცხოვრების ანესთეზია“,  დიდი შავთეთრი ოჯახი. საკმარისია იქ ერთხელ მოხვდე, რომ სრულიად ,,გადახვიდე“ ჭკუიდან… იქ შევიძინე მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც ასე მგონია მთელი ცხოვრება ვიცნობდი. „იუვეს“ფან-კლუბის ატმოსფეროთი არაერთი სხვა გუნდის გულშემატკივარი  აღფრთოვანეებულა და ლიგის თამაშებზე ჩვენსს გვერდით არიან ყოველთვის.

– თქვენ ოფიციალური ფან-კლუბი ხართ. საინტერესოა რა განსხვავებაა და რას გაძლევთ ეს სტატუსი?

– ოფიციალური ფან-კლუბის წევრობა არის იმის გარანტი, რომ ისარგებლო კლუბის თამაშებზე, მაღაზიებში, იუვეს მუზეუმში და სტადიონზე  გარკვეულ ფასდაკლებებით და პრივილეგიებით… შეხვდე გუნდის მოთამაშეებს თამაშის დაწყების წინ და შემდეგ კლუბისს მიერ ორგანიზებულ ვახშამზე…

– როგორ შეაფასებდით კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს და თვლით, თუ არა, რომ იუვეს ისტორიაში პორტუგალიელი საუკეთესო შენაძენია?

– რონალდუსს ტრანსფერი იყო საოცარი და მოულოდნელი რამ… ის, რაც არასდროს წარმომიდგენია  და არც კი მიფიქრია… ჩვენთვის  გარკვეულწილად საძულველი პორტუგალიელი ტურინში! მისი ტიტულების და კალიბრის გათვალისწინებით საუკეთესო შენაძენია, თუმცა შეძლებს თუ არა გუნდი და რონალდო , რომ ეს ვარსკვლავი გახდეს საუკეთესო ისტორიაში, ამას დრო აჩვენებს..

–  რონალდუს ფაქტორი ლიგაზე…

–  ასე ვერ გავყობთ ლიგას  და სერია ა-ს… როგორც ჩვენი ალენატორე ამბობს, რონალდუს მოსვლით კლუბში მოტივაცია გაიზარდა…და ეს ყველა ფრონტზე დაეხმარება კლუბს.. თუმცა მთავარი სამიზნე ჩემპიონთა ლიგაა.

–  კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი

– ალბათ ტრაპატონის პერიოდი… და მე მჯერა,  რომ ეს წლებიც ოქროს ასოებით შევა იუვეს შავთეთრ ისტორიაში.

– ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ შემადგენლობას აკლია?

– პოლ პოგბა….

– მიმდინარე სეზონის სტარტს როგორ შეაფასებდით და რა მოლოდინი გაქვს სეზონის ბოლოს?

– “იუვენტუსს“ სტარტი არასდროს აქვს  სრულყოფილი. შეიძლება ქულებს უდანაკარგოდ აგროვებს, მაგრამ ხარვეზები არის. გუნდი ნელ-ნელა დალაგდება და გაზაფხულისვის ფორმის პიკზე იქნება… სეზონის ბოლოს დიდი მოლოდინები გვაქვს!.

– დაასახელეთ სამი ფეხბურთელი, რომლის ხსენება ნიშნავს „იუვენტუსს“…

– პლატინი, დელ პიერო, ბუფონი

– და ბოლოს… იუვეს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული…

– ბუფონი-ძამბროტა- ჯენტილე-შირეა-ფერარა- დავიდსი-ტარდელი-პლატინი- ბაჯო-დელ პიერო-ტრეზეგე.

შემთხვევითი სიახლე

ჯანლუიჯი ბუფონი – თავმდაბლობისა და პროფესიონალიზმის სინთეზი

ჯანლუიჯი ბუფონი – თავმდაბლობისა და პროფესიონალიზმის სინთეზი

ერთი უბრალო იტალიური ისტორიის წერა იწყება ტოსკანის რეგიონის ქალაქ კარარადან… 28 იანვარი, 1978 წელია. იტალიური …