მთავარი / სიახლეები / საშინელი ნახევარდაცვის გამო ბონუჩის არყოფნა “იუვესთვის” ყველაზე დიდი დარტყმაა

საშინელი ნახევარდაცვის გამო ბონუჩის არყოფნა “იუვესთვის” ყველაზე დიდი დარტყმაა

იტალიური ვებგვერდზე Calciomercato-ზე ლეონარდო ბონუჩის შესახებ ძალზე საინტერესო და ყურადსაღები სტატია განთავსდა, რომლის სათაური ყველაფერზე მიანიშნებს: „ბონუჩის დანაკლისი ყველაზე მძიმეა: მას აკრიტიკებენ, მაგრამ საშინელი ნახევარდაცვის გამო ყველაფერს ის აკეთებს“.

აღნიშლ სტატიაში ხაზგასმულია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბონუჩის „იუვეს“ თამაშში და ის არ არის მხოლოდ მცველი, რომელმაც მეტოქის შეტევები უნდა ჩაშალოს. Calcimercato-ს ჟურნალისტი ჯანლუკა მინკიოტი ლეონარდოს შესახებ წერს:

„როდესაც ის თამაშობს, ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ როდესაც არ არის, მოედანზე დარჩა სიცარიელე, რომელიც ამ „იუვესთვის“ ამოუვსებელია. ვსაუბრობთ ლეონარდო ბონუჩის შესახებ, რომელიც ჩვენი აზრით წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დანაკლისს იმ დიდ დანაკლისს შორის, რომელიც ანდრეა პირლოს გუნდს ტრავმების გამო აქვს და პორტუში „იუვე“ ამ ფაქტორმაც დააზიანა.

ლეო არის თეთრი ან შავი, ის არის გამყოფი, ან გიყვარს (როგორც „იუვეს“ ამდენ გულშემატკივარს და მწვრთნელებს, რომლებიც მას ყოველთვის ეყრდნობოდნენ ან თუნდაც გვარდიოლას, რომელსაც მისი შეძენა დიდი ხანია სურს) ან გძულს (როგორც „იუვეს“ ბევრ ქომაგს ან მოწინააღმდეგის ტიფოზებს).

როდესაც ბონუჩი მოედანზეა… როდესაც ბონუჩი არის, მას ბევრი აფასებს თავდაცვითი უზუსტობების გამო, ზოგიერთი უხეში შეცდომაც ჰქონდა, მაგრამ ყველას ავიწყდება ის საქმე, რასაც აკეთებს, როგორც თავდაცვით ფაზაში, ისე შეტევის წამოწყებაში. ამ არასტაბილურ სეზონშიც კი „იუვენტუსს“ იტალიაში საუკეთესო დაცვა ჰყავს და ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული, ამ დაცვის ხაზიდან კი ყველაზე მეტი მატჩი სეზონში სწორედ ბონუჩიმ ჩაატარა, დანილოს შემდეგ…

როდესაც ბონუჩი არ არის… აი, 19 ნომრის არყოფნაში ნამდვილად აცნობიერებთ ღირებულებას, რომელსაც იტალიის ჩემპიონი კარგად მოედანზე მისი არარსებობს გამო. ბოლო ათწლეულში ყოველთვის ასე იყო, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ, რომ ბონუჩის დაეკისრა შეტევის წამოწყებაში მნიშვნელოვანი როლი იმის ფონზე, რომ „იუვეს“ ნახევარდაცვაში აღარ არიან პირლო, მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, პიანიჩი და ხედირა. დღეს ნახევარდაცვის ფონზე, რომელსაცყველა თამაშში სერიოზული ხარვეზები აქვს, ბურთის ფლობის, დაცვიდან შეტევის დაწყების, გრძელ თუ მოკლე პასებში ასპექტში ბონუჩის როლი განუსაზღვრელია. ამის გაკეთება ყველაზე უკეთ სწორედ ბონუჩის გამოსდის (არტურთან ერთად, თუმცა ბრაზილიელი მხოლოდ მოკლე პასებშია ძლიერია და გრძელ გადაცემებში მასაც პრობლემები აქვს).

ამ „იუვეში“ მცველი ბონუჩი იმადროულად არის ნახევარმცველიც. და, როდესაც გუნდს აკლდებდა, ეს მაშინვე იგრძნობა“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბონუჩიმ ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ლეოს წინასწარი ვარაუდით 20 დღე გაუცდება და მიზანი „პორტუსთან“ საპასუხო მატჩისთვის გამოჯანმრთელება

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …