ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „კალიარისთან“ (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„შეგვიძლია ვიდარდოთ გაშვებული გოლების გამო, მაგრამ არა ამ მატჩის გამო. 68 საათის წინ ჩვენ ჩემპიონები გავხდით, ეს იყო ატიპიური თამაში. თუ სხვა რამეზე ვისაუბრებთ, ნათელია, რომ უფრო მყარი უნდა ვიყოთ, როგორც გუნდი. იმისთვის, რომ ბურთმა სწრაფად იმოძრაოს, საჭიროა ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც ამ ეტაპზე არ გვაქვს.
ლიგის ხელმძღვანელობამაც პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც 12 დღეში 5 თამაში ჩაატარა. ვნახოთ, შეიძლება „რომასთან“ ენერგიის აღდგენის მიზნით მოედანზე 23-წლამდე გუნდი გავიყვანო“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს ბოლო ტურში 1 აგვისტოს, „რომას“ უმასპინძლებს.