ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ჯენოასთან“ (3:1) მატჩი შეაფასა და მისი შეგირდები შეაქო.
„გუნდმა კარგად ითამაშა, ბურთი სწრაფად მოძრაობდა. ბევრი საგოლე შანსი შევქმენით, მეტოქეს თითქმის არაფერი გავაკეთებინეთ. ეს იყო კარგი თამაში და სამი ლამაზი გოლი. იტალიის თასზე იმედგაცრუების შემდეგ კარგი რეაგირება მოვახდინეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკური კონდიციის საკითხი იყო.
პიანიჩი? ძალიან კარგადაა, კარგად მუშაობს გუნდთან ერთად და არაფერი აწუხებს. დადებითად ვაფასებ რაბიოს თამაშსაც, რომელიც ამ პერიოდში ვითარდება. პირველ ტაიმში კრიშტიანუმ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ძალიან სახიფათო იყო – ნიშანი იმისა, რომ ფორმაშია. შევცვალე, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტ წუთს თამაშობს, მაგრამ ამაზე თამაშამდე არ გვისაუბრია. ის და დიბალა ახლა ბევრად კარგად უგებენ ერთმანეთს მოედანზე, ვიდრე აქამდე და ურთიერთ სარგებელი მოაქვთ. ამაზე ვარჯიშებზე ვხედავ და გოლებსაც იტანენ.
ბუფონი? არ ვიცი ითამაშებს თუ არა მომდევნო მატჩში, მაგრამ კონტრაქტი გაახანგრძლივა და 47 თამაში აქვს რეკორდის მოსახსნელად.
არ ვიცი იცოდნენ თუ არა ბიჭებმა „ლაციოს“ მატჩის შედეგი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე,რომ სხვებზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული “, – აღნიშნა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე „ლაციოს“ 4 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს კი 4 ივლისს, „ტორინოსთან“ ჩაატარებს.