ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელის განცხადებით, 1 საათი დიდებული იყო, შემდეგ კი გუნდი მოედნიდან გაქრა.
„მსოფლიო დონის 60 წუთი გვქონდა, მთლიანად ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ სრული წყვეტა გვქონდა ერთი საათის შემდეგ. ეს სხვა გუნდებთანაც მოხდა, ყველასთვის რთული პერიოდია.
ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, რადგან ცოტა ხანში მოედანზე დაბრუნება მოგვიწევს და განსაცდელის დრო არაა. ამ აუხსნელი რეალური მიზეზები ნაპოვნი არაა.
ცუდი მატჩები გვქონდა და ისინი წავაგეთ, ახლა რთული დროა, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. განსხვავდება ეს სიტუაცია „ვერონასთან“ და „ნაპოლისთან“ წაგებული მატჩებისგან, რადგან მოტივაცია იგივე არ შეიძლება იყოს. დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ პირველ გაშვებულ გოლამდე ერთი მომენტიც კი არ შევაქმნევინეთ მეტოქეს.
იგუაინი? მან ისე ითამაშა, როგორც შეეძლო, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშიდან გაქრა. არა, „ლაციოს“ შედეგს მენტალურად ჩვენზე გავლენა არ მოუხდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი თამაში სხვანაირად დაიწყებოდა. უბრალოდ თამაშს გამოვეთიშეთ პენალტის შემდეგ. რაბიო? ტრავმებმა ის შეაფერხა, მაგრამ ახლა კარგად თამაშობს“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ლაციოს“ 7 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი „ატალანტას“ უმასპინძლებს.