ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ხვალინდელი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია.
„ატალანტა“? ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან კარგად მუსაობს. ძალიან დიდი ნომერი აქვს, განსაკუთრებით სტუმრად თამაშის დროს. გვარდიოლამ ზუსტად დაახასიათა – მასთან თამაში სტომატოლოგთან მისვლას ჰგავს.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა? ახლა ეს უნდა დავივიწყოთ, მცირე ენერგიაც არ უნდა დავკარგოთ. ამჟამად სხვა ფიქრები გვაქვს.
პაულო აბსოლუტური ტალანტია და ეს არავის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. თუმცა, „მილანთან“ მისი ყოფნის შემთხვევაშიც ის 5-წუთიანი ჩავარდნა გვექნებოდა. მოდით, ახლა წინ გავიხედოთ.
დუგლას კოშტა ძირითადში? მნიშვნელოვანია, მას შეუძლია თამაშში გარდატეხის შეტანა. ჩვენ გამოვიარეთ პერიოდი იგუაინის და ალტერნატივების გარეშე. გონსალო უკეთაა, მილანში ღირსეულად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ის არ არის საუკეთესო კონდიციაში, მაგრამ ორი კვირის წინანდელთან შედარებით იზრდება.
გრძელი სათადარიგო სკამი? მეჩვენება, რომ ეს კლიშეა, ამ ბოლო დროს სკამი საკმაოდ მოკლე გვქონდა“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.