ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა „სასუოლოსთან“ მორიგი წარუმატებელი მატჩი (3:3) შეაფასა. იტალიელისთვის გაუგებარია, რატომ ითიშება მისი გუნდის თამაშის გარკვეულ მომენტებში.
„მწვრთნელი თავისი გუნდისგან მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრაციის უწყვეტობას მოითხოვს. ამ ეტაპზე „იუვენტუსს“ ეს არ აქვს. თუმცა, ეს ყველა გუნდში ხდება, იშვიათი გამონაკლისებით. ძნელია იმის გაგება თუ რატომ გვაქვს პასიურობის მომენტები, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი მეტოქეები გვყავდა.
რატომ შევცვალე კიელინი? ჯორჯოს ფეხის პრობლემა ჰქონდა პირველი ტაიმის ბოლოს. ალბათ მისი თამაში ნაადრევი იყო, მაგრამ ბონუჩის არყოფნაში მოედანზე გამოცდილი მცველი მჭირდებოდა.
მომდევნო 3 თამაშში 9 ქულა უნდა მოვიპოვოთ. მიზანს ან უნდა მივაღიოთ ან ვერ მივაღწევთ. სხვა გაანგარიშება არ არსებობს.
თუ „სასუოლო“ ამ პროექტს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს, ჩვენ ახალ „ატალანტას“ მივიღებთ. ჩვენ კი უნდა მოვაგვაროთ არასტაბილურობის პრობლემა“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ზედიზედ სამი მატჩი ვერ მოიგო და ამ თამაშებში 9 გოლი გაუშვა. ამის მიუხედავად გათამაშების ცხრილს 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.