მთავარი / სიახლეები / სერია A / “სამპდორია” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“სამპდორია” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-20 ტურში გენუის „სამპდორია“ ფედერიკო კიეზასა და აარონ რემზის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6 – მისი საქმეში ჩართვა პრაქტიკულად საჭირო არ გამხდარა.

კუადრადო 7 – დამატებითი თავდამსხმელია. მისმა დაბრუნებამ „იუვე“ უკეთესობისკენ შეცვალა. მისმა საგოლე პასმა კი თამაში დაასრულა.

ბონუჩი 6 – კიელინის გვერდით ის ყოველთვის მშვიდად არის.

კიელინი 7 – დე ლიხტთან დუელი მოიგო და ძირითადში ითამაშა. ისე თამაშობს, თითქოს 1 წელი არ გაუცდა. კვალიარელაზე მისი ბლოკი გატანილ გოლს უდრიდა.

დანილო 6 – დაცვით ფაზაში ცოტა ღელავდა, მაგრამ პოზიტიური თამაში ჰქონდა.

მაკკენი 6 – ჩვეულებრივი სამუშაო შეასრულა, მაგრამ სხვა მატჩებისგან განსხვავებით შეტევაში საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენდა.

არტური 6.5 – იზრდება. უფრო და უფრო ნაკლები შეცდომები აქვს.

რემზი 6.5 – სწორ მომენტში სწორ ადგილას აღმოჩნდა და თამაში დაასრულა.

ბენტანკური 6.5 – ყვითელი ბარათი ძვირად დაუჯდა, მომდევნო მატჩს გამოტოვებს. მძიმე დანაკლისია, რადგან დაბრუნდა ფორმაში და „იუვესთვის“ ფუნდამენტურია.

რაბიო შ.გ – ფრანგმა ბოლო 15 წუთი ითამაშა.

კიეზა 7 – ის ყოველთვის მაქსიმუმზე მიდის, მარცხენა ფლანგზეც კარგად ითამაშა, მარტივი გოლი გაიტანა, მაგრამ იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო.

ალექს სანდრო შ.გ – ბრაზილიელმა ბოლო წუთები ითამაშა.

მორატა 6.5 – კიეზას იდეალური პასი გაუკეთა, შემდეგ გოლი გაიტანა, მაგამ ისევ თამაშგარეში იყო.

ბერნარდესკი შ.გ – იტალიელმა ბოლო წუთები ითამაშა.

რონალდუ 5 – იანვარი ყოველთვის იყო ერთ-ერთი თვე, როცა ის სრულყოფილად თამაშობდა, მაგრამ ახლა ასე არ გახლდათ. მან რამდენიმე საგოლე მომენტი გაანიავა. თუმცა, ორივე საგოლე შეტევაც მან დაიწყო. „იუვენტუსი“ მისი გოლების გარეშე იგებს და ეს მისთვისაც კარგი ამბავია.

პირლო 6.5 – „იუვე“ პირველ ტაიმში დომინირებდა, მაგრამ თამაში ბოლო წუთებამდე ვერ დახურა. თუმცა, დაცვაში მეტოქისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია. საბოლოოდ, კარგ გამარჯვებას მიაღწიეს რთულ მეტოქესთან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …