fbpx
მთავარი / სიახლეები / სად წავა და ვინ შეცვლის “იუვეში” მაროტას?

სად წავა და ვინ შეცვლის “იუვეში” მაროტას?

„იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის პოსტი ზუსტად ერთ თვეში ვაკანტური გახდება. ბუნებრივია, იტალიური მედია უკვე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის მაროტას და სად შეიძლება გააგრძელოს თავად მაროტამ კარიერა.

Corriere Della Sera-ს ცნობით, მოვლენები შესაძლოა ასე განვითარდეს: მაროტას ადგილზე „იუვე“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის დააწინაურებს, ხოლო თავის მხრივ პარატიც ადგილზე კი, „სასუოლოს“ გენერალური მენეჯერი ჯოვანი კარნევალი დაინიშნება. საინტერესოა, რომ „იუვესა“ და კარნევალის კარგი ურთიერთობა აქვთ, რადგან აქამდე არაერთ ტრანსფერზე მოუწიათ მუშაობა.

გარდა ამისა, სახელდება ემბერტო განდინის კანდიდატურაც, რომელმაც „რომა“ ცოტა ხნის წინ დატოვა. და ბოლოს, ზინედინ ზიდანი! საგულისხმოა, რომ ესპანური მედია ჯერ კიდევ ზაფხულში წერდა, რომ ფრანგი „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭოში ოქტომბრიდან დასაქმდებოდა. შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, მაროტას პოსტის ოქტომბრიდან თავისუფლდება. ზიდანსა და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას კი ახლო ურთიერთობა აქვთ და სულაც არაა გამორიცხული ლეგენდარული ფრანგი ტურინში დაბრუნდეს, ოღონდ ახალ ამპლუაში.

სად წავა მაროტა?

ჯუზეპე მაროტას უმუშევარი რომ არავინ გააჩერებს, ნათელია. საუბარი იყო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე, თუმცა ეს ინფორმაცია თავად ბეპემ გამორიცხა და უარყო. შესაბამისად, ის საკლუბო დონეზე გააგრძელებს მუშაობას. იტალიური მედია კი ამასობაში სენსაციურ ცნობას ავრცელებს – როგორც ცნობილი გახდა, მაროტა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ტურინში გუშინდელი მატჩის შემდეგ შეხვდა და არაა გამორიცხული კარიერა სწორედ ნეაპოლიტანურ გუნდში გააგრძელოს. ასევე დასახელდა „რომას“ ვარიანტიც, რომელიც თავს მხრივ განდინის შემცვლელს ეძებს და გაიჟღერა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახელმაც.

შემთხვევითი სიახლე

პირლო: “იუვეს” მენეჯმენტს დე იონგის ყიდვა ვურჩიე, მაგრამ…”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ამბობს, რომ „იუვენტუსის“ შეფებს თავის დროზე ფრენკი დე იონგის ყიდვა …