მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდრომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.
„როდესაც „იუვენტუსმა“ რონალდუ იყიდა, დავინტერესდი როგორ მუშაობდა და ძალიან კარგად იმუშავა. რამდენიმე თვის წინ ტურინში ვიყავი შეხვედრაზე, ანიელიმ მაჩვენა ახალი სპორტული ცენტრი და გასახდელში რონალდუ იყო შიშველი მკერდით. მანამდე ასეთი ფიზიკა არ მინახავს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 100%-თაა მომზადებული, რომ კიდევ რამდენიმე წელი უმაღლეს დონეზე ითამაშოს.
ოდესმე „იუვეში“ თუ წავიდოდი? ჩემი ფილოსოფია ასეთია: „თუ „ინტერში“ ვითამაშე, შეუძლებელია „იუვენტუსში“ წასვლა, გული მხოლოდ ერთი არსებობს“, – თქვა რუმენიგემ.