ლისაბონის „ბენფიკას“ გენერალურმა დირექტორმა და ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მანუელ რუი კოშტამ ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ დანიშვნაზე ისაუბრა.
„მგონია, რომ პირლო სირთულეებს გადააწყდება თავიდან, რადგან რთულია კარიერა დაიწყო „იუვენტუსში“, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს. ანდრეა მოედანზე მწვრთნელი იყო და დარწმუნებული ვარ შესანიშნავი მწვრთნელი გახდება. წარმატებებს ვუსურვებ, თუნდაც იუვენტინო იყოს. ის ფეხბურთელებამდე მიიტანს იმასაც, რასაც ფეხბურთზე ფიქრობს“, – თქვა რუი კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო და მანუელ რუი კოშტა თანაგუნდელები „მილანში“ იყვნენ.