მთავარი / სიახლეები / რუგანი: “მძიმე, მაგრამ ძვირფასი სამი ქულა მოვიპოვეთ”

რუგანი: “მძიმე, მაგრამ ძვირფასი სამი ქულა მოვიპოვეთ”

„ემპოლისთან“ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჯორჯო კიელინის უნდა დაეწყო, მაგრამ კაპიტანი მატჩის წინ გახურებისას დაშავდა და საბოლოოდ, მოედანზე დანიელე რუგანი გამოჩნდა.

რუგანიმ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კარგად ითამაშა და თამაშიც შეაფასა:

„ამ გუნდში ყოველთვის მზად უნდა იყო, როდესაც საჭირო გახდები და ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელი დღეს მენდო.

ვფიქრობ, უფრო გონებრივი დაღლილობა იყო, ვიდრე ფიზიკური. როდესაც ისეთ თამაშს თამაშობ, როგორიც მანჩესტერში, ყოველთვის რისკია და დღეს პირველ ტაიმში ნაკლებად განსაზღვრულად ვითამაშეთ. როდესაც გავათანაბრეთ უფრო მეტი სივრცეები გაგვიჩნდა. ეს თამაში გაკვეთილი უნდა იყოს, ისევე, როგორც „ჯენოასთან“ შეხვედრა, რადგან ჩემპიონატში გამარჯვება ადვილი არაა. ახლა უნდა დავტკბეთ ამ რთული, მაგრამ ძვირაფის სამი ქულით“, – განაცხადა რუგანიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატს 10 ტურის შემდეგ 28 ქულით ლიდერობს. რუგანიმ კი, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მესამე თამაში ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ოფიციალურად: “იუვემ” პელეგრინი გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ლუკა პელეგრინი „ჯენოაში“ გაანათხოვრა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ახალგაზრდა იტალიელი გენუელთა რიგებში სეზონის …

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “რომასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი შეხვედრის შესახებ …