„იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მესამე და ბოლო ორ კვირაში მეორე თამაში წააგო. თუმცა, კრიშტიანუ რონალდუმ გოლი კვლავ გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
პორტუგალიელი „იუვეს“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ 10 მატჩში მოახერხა გოლის გატანა. რონალდუ წინა ტურში დავიდ ტრეზეგეს გაუთანაბრდა და ახლა უკვე გააუმჯობესა მისი შედეგი.
ზოგადად სერია A-ს რეკორდი გაბრიელ ბატისტუტასა და ფაბიო კუალიარელას ეკუთვნით, რომლებმაც მიჯრით 11 შეხვედრაში გაიტანაეს და ამ შედეგთან კრიშტიანუ ერთ ნაბიჯშია.
Cristiano Ronaldo is the first EVER Juventus player to score in 10 games in a row
BEST IN THE WORLD RIGHT NOW pic.twitter.com/Q3FSzfDS7Q
— Baran (@RonaIdoEdition) February 8, 2020