ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. ამჯერად, ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 15 წელი სეზონში მინიმუმ 15 გოლი გაიტანა.
ამაში მხოლოდ შიდა ჩემპიონატის გოლები შედის და არა ევროსარბიელი ან სანაკრებო მატჩები.
2006-2007 წლების სეზონიდან რონალდუ სტაბილურად ახერხებს პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და ახლა უკვე სერია A-ში მინიმუმ 15 გოლის გატანას.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „სასუოლო“ 3:1 დაამარცხა და რონალდუ ბომბარდრითა დავას ლიდერობს.