ტურინის „იუვენტუსისთვის“ და კრიშტიანუ რონალდუსთვის წელი ძალიან წარმატებულად დაიწყო. „იუვემ“ „კალიარი“ 4:0 გაანადგურა, პორტუგალიელმა სამი გოლი გაიტანა და რამდენიმე რეკორდიც დაამყარა.
1 – რონალდუ ისტორიაში პირველი პორტუგალიელია, რომელმაც სერია A-ში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
18 – რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ზედიზედ 18 წელი ახერხებს გოლის გატანას.
36 – კრიშტიანუს 2008 წლის იანვრიდან ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი, 36 ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული.
1 – პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და სერია A-ში მოახერხა ჰეთ-თრიქის გაფორმება.