ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 750-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ჯერ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ სხვაობას ნელ-ნელა ამცირებს.
პირველ ადგილზე იოზეფ ბიცანია 805 გოლით, შემდეგ მოდიან რომარიო (772) და პელე (761).
რონალდუს 750 გოლი ასე ნაწილდება: 450 – „რეალში“, 118 – „მანჩესტერში“, 5 – „სპორტინგში“, 102 პორტუგალიის ნაკრებში და 75 – „იუვეში“.