მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუმ “იუვენტუსში” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

რონალდუმ “იუვენტუსში” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსში” მორიგი რეკორდი დაამყარა. მიმდინარე სეზონში სერია A-ში 8 ტური გაიმართა, მაგრამ პორტუგალიელმა მხოლოდ ხუთში ითამაშა, რადგან დანარჩენი მატჩები კორონავირუსის გამო გამოტოვა.

რონალდუმ ჩატარებულ ხუთივე თამაშში შეძლო გოლის გატანა. “სამპდორიას” და “ლაციოს” თითოჯერ გაუტანა, ხოლო “რომასთან”, “სპეციასთან” და “კალიარისთან” დუბლი შეასრულა. მას შემდეგ, რაც გუნდები ერთი გამარჯვებისთვის 3 ქულას იღებენ (1994 წლიდან), რონალდუ “იუვენტუსის” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს სეზონის სტარტზე საწყის ხუთ შეხვედრაში ზედიზედ მოახერხა გოლების გატანა.

კრიშტიანუ ბომბარდირთა დავაში ზლატან იბრაჰიმოვიჩს წამოეწია და ორივე ფეხბურთელს 8-8 გოლი აქვთ გატანილი.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …