ტურინის „იუვენტუსი“ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის ემზადება. გუშინდელი ვარჯიშისგან განსხვავებით დღეს სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ივარჯიშეს კრიშტიანუ რონალდუმ და მირალემ პიანიჩმა.
სამაგიეროდ, გეგმის მიხედვით, ინდივიდუალურად ივარჯიშა მატიას დე ლიხტმა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში ათლეტური ნაწილის გარდა, ტაქტიკურ მოზადებასაც დაეთმო დრო, ხოლო ბოლოს ორმხრივი თამაში გაჩაღდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი კვირას, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.