ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ Globe Soccer-ს ვერსიით 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რონალდუმ ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„სასიამოვნოა რეკორდებზე საუბარი. ამ ყველაფერს მივაღწიე, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების და დიდი გუნდების გარეშე ამ რეკორდებს ვერ მივაღწევდი. კოვიდი? ცარიელ სტადიონზე თამაში მოსაწყენია. ჩვენ პატივს ვცემთ რეგულაციებს, რადგან ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი გატაცება ყოველთვის იყო ფეხბურთი. მე გულშემატკივრებისთვის ვთამაშობ და უცნაურია მათ გარეშე თამაში. მე აგრეთვე მომწონს, როდესაც ისინი მიყვირიან, როდესაც გოლს ვუტან და მიძახიან “Buuuu” – ეს მოტივაციას მაძლევს. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სტადიონზე გულშემატკივარი დაბრუნდება.
რამდენიმე კვირის წინ ისტორიაში სიმბოლური ნაკრები აირჩიეს და მე იქ ვიყავი. ახლა აქ ვარ და პატივია ისეთ მოთამაშეებთან ყოფნა, როგორებიც კასილიასი, ლევანდოვსკი და პიკეა. 36 წლის ვარ, მაგრამ ფეხბურთი ისევ მიყვარს, შეყვარებული ვარ ჩემს ოჯახზე, ჩემს ცხოვრებაზე და შვილებზე. 15 წელი ერთი და იგივეს ვაკეთებდი, ხშირად ერთნაირად ვვარჯიშობდი. არის მომენტები, როდესაც ღამის 2 საათზე სპა მასაჟებს ვიკეთებ ენერგიის აღსადგენად.
აქ ყოფნა მართლაც სასიამოვნოა. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, მადლობა იმ ხალხს, ვინც ხმა მომცა, ჩემს თანაგუნდელებს, გუნდებს, ეროვნულ ნაკრებს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს. განსაკუთრებით ჩემს საცოელს და შვილებს, რომლებიც მეხმარებიან, რომ უკეთესი ადამინი გავხდე. ეს დიდი მიღწევაა, ეს მაძლევს სტიმულს, რომ თამაში გავაგრძელო. საუკეთესოდ დასახელება დიდი პატივია. ვამაყობ და ბედნიერ ვარ, დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელი კიდევ ვითამაშებ“, – თქვა რონალდუმ.