კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელი სპეციალურ ჯილდოს დღეს „ინტერთან“ მატჩის დაწყებამდე მიიღებს.
კრიშტიანუ ზედიზედ მესამედ დაასახელეს „იუვეს“ თვის საუკეთესო მოთამაშედ.
თებერვალში რონალდუმ ყველა ტურნირზე 5 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა.