ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელ ფეხბურთელს სჯერა, რომ „იუვეს“ სკუდეტოს მოგება ისევ შეუძლია.
„რთული მატჩი იყო, მოედნის საფარიც საუკეთესო არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგეთ ნდობის მოსაპოვებლად, ძალიან ბედნიერები ვართ.
„ინტერთან“ თამაში ცუდი იყო, მაგრამ ეს წარსულია, ახლა ბედნიერები ვართ. სკუდეტოს მოგება ისევ შესაძლებელია? ვფიქრობ, რომ კი. „ინტერი“ და „მილანი“ ძალიან ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ გამარჯვება შეგვიძლია“, – თქვა რონალდუმ.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:
„ძალიან ბედნიერი ვარ იტალიაში ჩემი მეოთხე ტიტულით. ჩვენ დავბრუნდით! ეს არის ჩვენთვის საყვარელი „იუვე“, ეს არის გუნდი, რომელსაც ვენდობით და ეს არის სული, რომელიც მიგვიყვანს სასურველ გამარჯვებებამდე. Fino alla fine!“, – დაწერა კრიშტიანუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო, მომდევნო მატჩს კი კვირას სერია A-ში „ბოლონიასთან“ გამართავს.