ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ არ დაბრუნდება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ არ აპირებს პროტუგალიელის ესპანეთში დაბრუნებას.
„რეალში“ ურჩევნიათ, რომ აქცენტი უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, მაგალითად ერლინგ ჰოლანდზე და კილიან მბაპეზე გააკეთონ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რონალდუ თითქოს ზაფხულში „სამეფო კლუბში“ დაბრუნებას აპირებდა.