მთავარი / სიახლეები / რონალდუ ნაკრებში 2018 წელს არ ითამაშებს

რონალდუ ნაკრებში 2018 წელს არ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში მიმდინარე წელს აღარ ითამაშებს. ლუზიტანელმა შემტევმა აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ნაკრების თავკაც ფერნანდუ სანტუშთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

რონალდუ სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს ორჯერ პოლონეთთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან. პორტუგალიის ნაკრებს კი, მხოლოდ 2019 წელს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ ნაკრებში არც სექტემბერში ყოფილა და მაშინ ეს ყველაფერი „იუვესთან“ უკეთ შეთამაშების მიზნით აიხსნა.

შემთხვევითი სიახლე

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …